უგანდას ეთიკის მინისტრმა ლგბტ კონფერენცია ჩაშალა
15 02 2012

უგანდას Imperial Resort Beach Hotel–ში შეკრებილი ლგბტ ვორკშოპის მონაწილეები, იძულებულები გახდნენ შენობა დაეცალათ და გაქცეულიყვნენ, როდესაც სიმონ ლოკოდო, ეთიკისა და ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი, კონფერენციაზე შეიჭრა და იგი ჩაშალა.

უგანდას მედია საშუალებები იუწყებიან, რომ ლოკოდომ მონაწილეებს მოსთხოვა იქაურობა დაეტოვებინათ და ორგანიზატორის ჟაკლინ კაშას დაპატიმრების ბრძანება გასცა. The Daily Monitor–ის განცხადებით კაშამ უსაფრთხოდ მოახერხა სასტუმროდან თავის დაღწევა.

უგანდელმა ლგბტ აქტივისტებმა სოციალურ ქსელ Facebook–ზე გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ვორკშოპის 30 მონაწილიდან არცერთს არაფერი დაშავებია და მათ საფრთხე არ ემუქრებათ.

საიდუმლოდ რჩება საიდან შეიტყო ლოკოდომ ამ კონფერენციის შესახებ, რომელიც უსაფრთხოების მიზნით საიდუმლოდ ტარდებოდა სასტუმროს ჩაკეტილ დარბაზში. ჰომოსექსუალობა უგანდაში კრიმინალიზებულია, თუმცა არა ჰომოსექსუალთა საჯარო თავშეყრა. ამჟამად, პარლამენტის წევრი დევიდ ბაჰატი ცდილობს დაარწმუნოს პარლამენტი მიიღოს ე.წ. „მოკალი გეები“ კანონპროექტი, რომელშიც ლგბტ ადამიანების საჯარო თავშეყრისათვის თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული. შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი, რომელიც „რეციდივული დანაშაულისთვის“ სასიკვდილო განაჩენს მოიაზრებს, გასულ კვირას ხელახლა წარადგინეს უგანდას პარლამენტში.

„ეს კონფერენცია იმიტომ დავხურე, რომ კანონს ეწინააღმდეგება. უგანდაში ჰომოსექსუალობას არ ვემხრობით, ამიტომ სახლებში დაბრუნდით,“ განუცხადა ლოკოდომ The Daily Monitor–ს.

წყარო:http://sdgln.com/news/2012/02/14/uganda-s-ethics-minister-breaks-lgbt-workshop-continuing-harassment-gays



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"