მექსიკაში პოლიციის უფროსად ქალი აირჩიეს
16 02 2012

მექსიკის საჯარო უსაფრთხოების სამინისტრომ პარასკევს განაცხადა, რომ ფედერალური პოლიციის გენერალურ კომისრად მარიბელ სერვანტესი დაინიშნებოდა. 41 წლის სერვანტესი პირველი ქალია, რომელიც ამ პოსტს დაიკავებს.

სერვანტესი, რომელსაც განათლება საკომუნიკაციო მეცნიერებაში აქვს მიღებული, ასევე აქვს გამოცდილება ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში და გავლილი აქვს სამხედრო წვრთნა.

გასული წელი მექსიკელი ქალებისთვის ნამდვილად ნიშანდობლივია.

მარტში, მარისელა მორალესი მეხიკოს პირველი გენერალური პროკურორი გახდა, ხოლო გასულ კვირას ხოსეფინა ვასკეს მოტა, კალდერონის კონსერვატიული პარტიიდან 1 ივლისის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად წარადგინეს.

აქამდე არასოდეს არ ყოფილა იმის პრეცედენტი, რომ მექსიკაში სამ მთავარ პარტიას საპრეზიდენტო არჩევნებზე ქალები წარედგინოთ. შეგახსენებთ, რომ მექსიკაში პრეზიდენტს მხოლოდ ერთი ექვსწლიანი ვადით ირჩევენ.

წყარო: http://www.alarabiya.net/articles/2012/02/11/194017.html



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის