ირანის ახალი სისხლის სამართლის კოდექსი
17 02 2012

ირანს მსოფლიო შეცდომაში შეყავს, იმის განცხადებით, თითქოს არასრულწლოვანი დამნაშავეების მიმართ სიკვდილით დასჯა და ცოლ–ქმრული ღალატისთცის გასამართლებული ადამიანების ქვებით ჩაქოლვა ქვეყანაში გაუქმდა.

ჰომოსექსუალური ქცევა მამაკაცებს შორის ირანში სიკვდილით ისჯებოდა, ნებაყოფლობით სექსუალურ აქტში მონაწილე ორივე მხარისათვის. ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ადამიანი, რომელიც წყვილში აქტიურ როლს თამაშობს 100 როზგით დაისჯება თუკი კავშირი ნებაყოფლობითი იქნება და ეს პირი არ იმყოფება ქორწინებაში, თუმცა ის, ვინც აქტში პასიურ როლს თამაშობს ქორწინების სტატუსის მიუხედავად სიკვდილით დაისჯება.

ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით არასრულწლოვნები სიკვდილით მხოლოდ იმ შემთხვევაში არ დაისჯებიან, როდესაც მოსამართლეს თავად შეუძლია განსაზღვროს დანაშაულის სიმძიმე (მაგალითად ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში). სასიკვდილო განაჩენი უცვლელი დარჩება ისეთი დანაშაულის შემთხვევაში, სადაც საქმე გვაქვს „ღვთის ნების წინააღმდეგ წასვლაზე“ და სადაც წინასწარ გათვალისწინებული, სავალდებულო განაჩენი არსებობს ( ასეთია სოდომია, გაუპატიურება, ქურდობა, სექსუალური კავშირი ქორწინების გარეთ და ალკოჰოლის მესამედ მოხმარება.)

სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ეს შესწორებები არ გააუმჯობესებს ირანის გამოცდილებას ადამიანის უფლებათა საკითხებში.

აღსანიშნავია ასევე, რომ სისხლის სამართლის ახალ კოდექსში არ არის მოხსენიებული ჩაქოლვა, როგორც რაიმე დანაშაულზე სასჯელი, თუმცა იგი მოხსენიებულია მუხლში, რომელიც ეხება სასჯელაღსრულების პროცედურებსა და იმ გარემოებებს, სადაც მსგავსი პროცედურების განხორციელება შეიძლება.

წყარო:http://www.guardian.co.uk/world/2012/feb/13/iran-misleading-death-penalty-claims



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის