GENDERDOC-M პრეს-რელიზი
23 02 2012

GENDERDOC-M ღრმა შეშფოთებას გამოხატავს მოლდავეთში სიდიდით მეორე ქალაქის - ბალტის საკრებულოს გადაწყვეტილების გამო, რაც ქ. ბალტის ზონაში მოლდავური მართლმადიდებულური ეკლესიის მხარდაჭერით ‘არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის აგრესიული პროპაგანდის“ აკრძალვას გულისხმობს. ამ სამარცხვინო და აბსურდული განცხადებას საკრებულოს 35 წევრიდან 23-მა მოაწერა ხელი. განცხადების ინიციატორია კომუნისტური პარტია, რომელსაც საკრებულოში რაოდენობრივად ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს.

მოცემული გადაწყვეტილება არღვევს მოლდავეთის რესპუბლიკის კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დელარაციას და სხვა სამართლებრივ ინსტრუმენტებს, რომელზედაც ხელი აქვს მოწერილი მოლდავეთის რესპუბლიკას. მსგავსი გადაწყვეტილება ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას და ექვემდებარება გასამართლებას ეროვნულ დონეზე.

გვაშფოთებს ფაქტი, რომ ამ ბოლო დროს განსაკუთრებულად გამოვლენილმა ჰომოფობიამ, სიძულვილის ენამ და ძალადობამ ჰომოსექსუალების მიმართ ინტენსიური ხასიათი მიიღო, განსაკუთრებით ამჟამინდელ არასტაბილურ პოლიტიკურ სიტუაციაში, როცა ლგბტ ადამიანები განტევების ვაცად იქცევიან არსებული პოლიტიკური თამაშების კონტექსტში და წინასაარჩევნო მარათონის პირობებში.

მივმართავთ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციას, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანოებს, საერთაშორისო მისიებს და დელეგაციებს მოლდავეთის რესპუბლიკაში, ასევე ადამიანის უფლებათა დამცველებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ არსებულ სიტიუაციას, სადაც ჰომოფობია კვებავს ინსტიტუციონალურ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებს და სამართლებრივ ინიციატივებს.

GENDERDOC-M საინფორნმაციო ცენტრი მოგმართავთ თხოვნით, ფართოდ გაავრცელოთ ეს ინფორმაცია იმ პირებსა და ინსტიტუტებს შორის, რომელთაც შეუძლიათ ზეგავლენა იქონიონ დასაწყისშივე შეაჩერონ მსგავსი გადაწყვეტილებები და ინიციატივები, სანამ მათ გარდაუვალი ზიანი მოუტანიათ.

წყარო:http://www.ilga-europe.org/home/guide/country_by_country/moldova/second_biggest_city_prohibits_aggressive_propaganda_of_non_traditional_sexual_orientation



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი