ეგვიპტელი ფემინისტები დიდი ბრძოლისთვის ემზადებიან
26 02 2012

ისინი ამბობენ, რომ მათი ბრძოლა თანასწორუფლებიანობისთვის საყოველთაოა, არა აქვს მნიშვნელობა საქმე ისლმისტებს ეხება, თუ - არმიას.

მას შემდეგ, რაც უკანასკნელი ერთი მღელვარე წელი ეგვიპტემ უკან მოიტოვა, იგი ახალი რეალობის წინაშე დგას, მაგრამ ძველ ტვირთთან ერთად. ერთ-ერთი ტიპიური გამოწვევა ქალების მარგინალიზაციაა. ა.შ.შ. სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმაც გამოხატა შეშფოთება ქალების შესახებ, რომლებიც „გამოდევნეს ტრანზიციის პროცესებიდან და შეურაცხყოფასაც კი აყენებდნენ ქუჩებში.“ აღნიშნა ისიც, რომ „კარგად ორგანიზებული პოლიტიკური პარტიები მხარს ძალიან ცოტა ქალ კანდიდატს უჭრედნენ წინა არჩევნებში.“

რევოლუციის შემდეგ მალევე, აბუ ბაქრმა - „ქალები და მეხსიერების ფორუმის“ დამფუძნებელმა, განაცხადა, რომ ისლამისტებმა და ოპორტუნისტებმა ერთდორულად დაიწყეს მოთხოვნა „სუზანის კანონებში“ ცვლილებების შესატანად. ეს კანონები ყოფილი პირველი ლედის, სუზან მუბარაქის ინიციატივით შემოიღეს, რაც ქალებს აძლევს იმის საშუალებას, თავად წამოიწყონ განქორწინების პროცესი, ჰქონდეთ უფრო მეტი უფლება მეურვეობის საკითხებში და ა.შ.

„მოხდა ამ კანონის ეჭვქვეშ დაყენება, რადგან ისინი მუბარაქის რეჟიმის პერიოდში შეიქმნა,“ - აცხადებს აბუ ბაქრი, რაც კანონის არასწორი პოლიტიზირებაა და კარგი საშუალება ქალთა ზოგიერთი უფლების შეკვეცის გასამართლებლად. ეს პარლამენტში კვოტირების გაუქმებამდე მიგვიყვანს“.

ამჟამად პარლამენტში მხოლოდ 8 ქალია, მიუხედავად კანონმდებლობისა, რომელიც 64 ქალი პარლამენტარის ყოფნას ითვალისწინებდა.

როცა ქალთა რაოდენობის შემცირება პოლიტიკურ წარმომადგენლობაში კონსერვატიული რელიგიური ლიდერების ზეგავლენით ხდებოდა, კაიროს ქუჩებში ქალებზე ძალადობას სეკლაურული ოფიციოზის ხელით ჰქონდა ადგილი. „ ძალადობა, „ქალიშვილობის ტესტები“, თავსაფრის ჩამოხევა - პოლიციიდან მოდის, ისლამისტები კი ჩუმი მარგინალიზაციის საფრთხეს ქმნიან,“ - ამბობს აბუ ბაქრი.

რევოლუციის ნამდვილი მონაპოვარი

სანაა ალ-ბანამ, მუსლიმური საძმოს დაგფუძნებლის შვილიშვილმა, ალ ჯაზირას განუცხადა, რომ „რევოლუცია ნადმვილად კარგი იყო ეგვიპტელ ქალთა იმ სეგმენტისთვის, რომელთა საშუალება მიეცათ პირველად გაეჟღერებინათ თავიანთი წუხილი, რომელთაც წარმატებით გაართვეს თავი ჯერ ათასობით, ხოლო შემდეგ მილიონობით ადამიანის მობილიზებას, მაგრამ საფასურად გამარჯვების ცოტაოდენი წილი მიიღეს.“

თუმცა ნიშნების იმისა, რომ ეგვიპტელი ქალები თანასწორუფლებიანობისთვის ბრძოლას გააგრძლებენ, კვლავ ხილვადია. ამის დასტურია ქალიშვილობის ტესტების გაუქმება სამხედრო საპატიმროებში.

„რევოლუცია კარგი იყო ქალებისთვის იმ გაგებით, რომ მასში მონაწილეობას იღებდნენ ქალები ყველა სოციალური კლასიდან. ყველა მათგანი ქუჩაში იყო გამოსული, იქნებოდა მუსლიმი, ქრისტიანი თუ კოპტი. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ გვქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიგვეღო ქუჩის გამოსვლებში, პოლიტიკაში. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ეგვიპტელ ქალთა ახალგაზრდა თაობისთვისაა,“ - განაცხადა 54 წლის აბუ ბაქრმა.

„ყველა დამნაშავეა“

რევოლუციასთან დაკავშირებით ბიპოლარული ნარატივი არსებობს - ერთნი მიიჩნევენ, რომ მან კარგი შედეგები მოიტანა ქალებისთვის, რადგან მათ საშუალება მიეცათ მამაკაცებთან ერთად ჩაბმულიყვნენ აგვიპტური დემოკრატიისთვის ბრძოლაში, მეორენი კი თვლიან, რომ პარლამენტში ისლამისტური პარტიების დომინანტური როლი ქალთა უფლებების შეზღუდვის ნიშანია.

აბუ ბაქრს მიაჩნია, რომ ეს მცდარი დიქოტომიაა და ამ ყველაფერს ძალიან ცოტა კავშირი აქვს ეგვიპტელ ქალთა ყოველდღიურ ცხოვრებასთან. იგი თვლის, რომ ქალთა უფლებების საფრთხის ქვეშ ყოფნაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ისლამისტური პარტიები არ არიან. „ქალთა პოლიტიკურ მარგინალიზაციას თავიდანვე, ისლამისტებმადე ჰქონდა ადგილი,“ - აცხადებს ის. „ყველა დამნაშავეა ქალთა საკითხების უარყოფაში თუ მარგინალიზაციაში, სადაც მიზეზი ყოველთვის ის ის იყო, რომ ეს საკითხები პრიორიტეტული არ არის“.

მუსლიმური ფემინიზმი

აქტივისტებს, როგორიც ბაქრია, რომლებიც ფემინიზმს ისლამურ კონტექსტში განიხილავენ, მიაჩნიათ, რომ მათდამი დასავლელი და სეკულარი ფემინისტები სკეპტიკურად არიან განწყობილნი. „სეკულარი ფემინისტები ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდნენ ისლამურ პოლიტიკას, და გარკვეულწილად ისინი მართლებიც არიან - მუსლიმური საძმოს გენდერული იდეოლოგია კონსერვატულია, ის ვაჰაბიზმის ზეგავლენას განიცდის,“ - ამბობს აბუ ბაქრი და იქვე ამატებს, რომ ქალები თავიანთი უფლებებისთვის მხოლოდ ისლამურ ქვეყნებში არ იბძრვიან, იგივე ხდება ქრისიტიანულ და იუდაისტურ კონტექსტში. „ არაა უაცილებელი ისლამური ფემინიზმი დასავლური ფემინიზმის ასლი იყოს,“ - ამბობს ის.

მაშინ, როდესაც მუსლიმი ფემინისტები, როგორც აბუ ბაქრია, სამართლიანობის და თანასწორობის ისლამურ გაგებას ეყრდნობიან, სხვები ისლამის უფრო კონსერვატულ ინტერპრეტაციას მიმართავენ. ბევრი სეკულარი ფემინისტი თვლის, რომ ეს ქალთა უფლებებთან მიმართებაში წინააღმდეგობრივია.

„ცისფერი აზღუდის“ პოლემიკა

მიუხედევად შეგრძნებისა, რომ ქალებს გარკვეული მიღწევები აქვთ, კვლავ საეჭვოა ის, რამდენად შეიცვალა ან რამდენად შეიცვლება მათი მდგომარეობა ქვეყანაში, სადაც ქალების 80% აცხადებს, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლია.

საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო თავდასხმებმა ბლოგერსა და აქტივისტზე მონა ელტაჰავაიზე, ასევე ანონიმურ ბლოგერზე, სახელით - ქალი ცისფერი აზღუდით.

უნდა აღინიშნოს, რომ თავდასხმებს ქალებზე ქუჩის აქციების დროს უფრო მეტად სამხედრო პოლიციისგან ჰქონდა ადგილი, ვიდრე ისლამისტებისგან. მას შემდეგ, რაც სამხედრო პოლიციამ შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, რომელიც ცისფერ აზღუდს ატარებდა (აბაიას ქვეშ), რამდენიიმე აქცია გაიმართა იმ ძალადობის გასაპროტესტებლად, რასაც კაიროს ქუჩებში ჰქონდა ადგილი. თუმცა ზოგიერთმა ამ ქალების საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა. ისინი აცხადებდნენ, რომ დემონსტრანტი ქალები საკმარისად მოკრძალებულად არ გამოიყურებოდნენ და მათ მამაკაცებთან ერთად არ უნდა მიეღოთ მონაწილეობა საპროტესტო მსვლელობებში.

„ამის შესახებ მეც ვწერდი, ჩემი კოლეგებიც, მკვლევარებიც, რომ არაბ და მუსლიმ ქალთა ორიენტალისტურ ხედვას ბოლო უნდა მოეღოს,“ - აცხადებს აბუ ბაქრი. „ არაბი და მუსლიმი ქალები არ არიან გამონაკლისი და მათი ბრძოლა, ჩვენი ბრძოლა, იმ ბრძოლის ნაწილია, რომელსაც ქალები მთელს მსოფლიოში მიმართავენ.“

წყარო: http://www.aljazeera.com/indepth/features/2012/01/2012117113758961894.html#.TzKPNnVWqVQ.facebook



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია