ქალთა საერთაშორისო დღეს დაიცავით ქალთა უფლებების აქტივისტები
09 03 2012

დუბლინში ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, Front Line Defenders–ის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი ლოულორმა გამოაქვეყნა ვიდეო მიმართვა, რომელშიც იგი ცდილობს საზოგადოების ყურადღება იმ მდგომარეობისკენ მიმართოს, რომელსაც ქალთა უფლებების დამცველები აწყდებიან. მის ლოუელის თქმით „ქალი ადამიანის უფლებათა დამცველები განსაკუთრებულ საშიშროებას აწყდებიან საკუთარი გენდერული იდენტობისა ან/და სექსუალური ორიენტაციის გამო და მათ ხშირად ძალადობრივად უსწორდებიან იმ მიზნების გამო, რომლებისთვისაც ისინი იღწვიან.“

29 თებერვალს Front Line Defenders–ის ხელშეწყობით გაეშვა გლობალური ანგარიში ქალი ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის შესახებ, რომელიც შეიცავს ქალი ადამიანის უფლებათა დამცველების უფლებადარღვევის 43 საქმეს, იძლევა იმ გარემოს კონტექსტუალურ ანალიზს, რომელშიც ეს ქალები მუშაობენ და განიხილავს იმ უფლებადარღვევებს, რომლებსაც ისინი აწყდებიან მათი გენდერისა თუ სამუშაოს გამო. ეს ანგარიში იმის ფორმულირებას ახდენს თუ როგორ გავუმკლავდეთ უფრო ეფექტურად წინააღმდეგობებს.

Front Line Defenders უზრუნველყოფს უშუალო დაცვას და მხარდაჭერას ადამიანის უფლებათა დამცველებისათვის, შესაბამისი გრანტების, გადაუდებელი კონტაქტისა და რეაგირების, საერთაშორისო ადვოკატირებისა და წვრთნის მეშვეობით. ორგანიზაციის მიზანია ადამიანის უფლებათა დამცველების პროფილის ამაღლება და მათი სამუშაოსა და ადამიანის უფლებათა პატივისცემისადმი ცნობიერების გაზრდას.

წყარო: www.frontlinedefenders.org/womenhrd



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება