მექსიკელი ტრანსგენდერი აქტივისტის მკვლელობა
18 03 2012

თითქმის 2000 ადამიანი შეიკრიბა მექსიკაში, ქალაქ პუებლას მთავარ მოედანზე, მექსიკელი ტრანსგენდერი აქტივისტის, აგნეს ტორეს ერნანდესის მკვლელობის სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით. ტორესის ცხედარი პარასკევს მეზობლებმა აღმოაჩინეს და მაშინვე პოლიციას შეატყობინეს.

მექსიკის მთავარი პროკურორი ტორეის მკვლელობას სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის კვალიფიკაციას აძლევს და გამოძიების წარმართვასაც შესაბამისად აპირებს.

ტორესი ბოლოს პარასკევს საღამოს ნახეს, როდესაც ის სახლიდან გადიოდა პუებლოს შტატში მდებარე პატარა ქალაქ ჩიპილოში წვეულებაზე დასასწრებად. იგი შაბათს თეთრეულსა და ყავისფერ ჟაკეტში ჩაცმული იპოვეს გზის პირას ქალაქ პუებლას გარეთ. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი და სხეულზე დამწვრობის ნიშნები ეტყობოდა.

28 წლის ტორესი, ფსიქოლოგი, აქტივისტი და ადამიანის უფლებათა აქტიური დამცველი იყო მექსიკის ლგბტ თემში. ის მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ მექსიკაში ტრანსგენდერი ადამიანების აღიარებისათვის ბრძოლაში.

ორგანიზაცია „დემოკრატია და სექსუალობა“–ს წარმომადგენელი ბრაჰიმ ზამორა აცხადებს, რომ ეს წელს მექსიკაში ლგბტ ადამიანის უკვე მეექვსე მკვლელობაა. ამ მკვლელობებიდან ჯერ არცერთი არ იქნა გახსნილი.

წყარო:http://www.huffingtonpost.com/2012/03/15/agnes-hernandez-hate-crime-mexican-transgender-activist-brutally-murdered_n_1345867.html



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია