ცენტრალური დაზვერვის სამსახურის ლგბტ სამიტი
11 04 2012

ამერიკის ცენტრალური დაზვერვის სამსახურმა და ეროვნული დაზვერვის უწყების დირექტორმა ცოტა ხნის წინ უმასპინძლეს დაზვერვის თანამშრომელთა პირველ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ და ტრანსგენდერ სამიტს. მონაწილეებს შორის იყვნენ სადაზვერვო სამსახურებში მომუშავე ლგბტ ადამიანები ცხრა სადაზვერვო სააგენტოდან და ასევე მათი ლიდერები. სამიტის მიზანი იყო დაზვერვის სააგენტოების მხრიდან თანამშრომლებში ჩართულობის, მაღალი შესრულებისა და განსხვავებულობის მხარდაჭერა.

ცენტრალური დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სიუ ბრომლიმ, მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა, რომ როდესაც ის უყურებს სააგენტოს მიერ დასახულ მისიასა და გადასალახ წინააღმდეგობებს, ის ყოველთვის უყურებს იმედის თვალით, სააგენტოს მთავარ რესურსს - ადამიანებს."იმისათვის, რომ ჩვენმა ხალხმა მაქსიმუმი გააკეთოს საქმისთვის, უნდა უზრუნველვყოთ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოერგება, ყველა დაცულად და კომფორტულად იგრძნობს თავს, რათა მათ მოახერხონ საკუთარი წვლილის შეტანა ამ წინააღმდეგობების დაძლევაში," დასძინა მან.

წყარო:https://www.cia.gov/news-information/featured-story-archive/2012-featured-story-archive/lgbt-summit.html



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი