ობამა და ლგბტ სამოქალაქო უფლებები
14 04 2012

გასულ ოთხშაბათს ლგბტ თემის წევრები თეთრ სახლში იქნენ მოხმობილები პრეზიდენტის მრჩეველ ვალერი ჯერეტთან და ობამას ადმინისტრაციის სხვა წევრებთან შესახვედრად, იმისათვის, რომ შეეტყოთ, რომ პრეზიდენტი არ დაამატებდა ხუთ მარტივ სიტყვას“სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა“, ბრძანებაში, რომელიც 71 წლით გაიცემა და ეხება ფედერალური კონტრაქტორების მხრიდან დისკრიმინაციის აღმოფხვრას. ამაში თითქოს და არაფერი რთული არ არის, თუმცა ობამას ადმინისტრაცია მაინც ფეხს ითრევს.

ობამა ის პრეზიდენტია, რომელსაც ეჭვგარეშე იმდენი აქვს ლგბტ ადამიანებისთვის გაკეთებული, რამდენიც არცერთ სხვა პრეზიდენტს არ გაუკეთებია. მან დაიწყო მეტი ლგბტ ადამიანის დაქირავება საკუთარ ადმინისტრაციაში, ხელი მოაწერა მეთიუ შეპერდის სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის აქტს, იბრძოლა და მიაღწია „არ იკითხო არ თქვა“–ს გაუქმებას, რაც საშუალებას აძლევს გეებსა და ლესბოსელებს ღიად იმსახურონ ქვეყნის ჯარში.

მიუხედავად ამისა, ობამას არ ჰყოფნის გამბედაობა გადადგას ის ნაბიჯები, რომლებსაც ბევრი მარტივ ინტუიციაზე დაყრდნობილ არჩევნად არადა მას ერთი კალმის მოსმით შეეძლო უზრუნველეყო ფედერალური კონტრაქტორების მხრიდან ლგბტ თემის მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის გარანტია. ეს ასევე შესაძლებელს გახდიდა გვეთქვა, რომ პრეზიდენტმა უკვე ყველაფერი გააკეთა თანასწორი სამოქალაქო ქორწინების დასაცავად.

წყარო:http://www.huffingtonpost.com/peter-d-rosenstein/obama-nondiscrimination-executive-order_b_1420814.html



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი