ფანდრაიზინგი ლგბტ სტუდენტებისთვის
17 04 2012

2012 წლის 16 აპრილს ნიუ იორკში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა, რომლის მსვლელობის მოზიდული 2 მილიონი ამერიკული დოლარი მოხმარდება ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი სტუდენტების უმაღლესი განათლებისათვის განკუთვნილ სასტიპენდიო ფონდს. ღონისძიებას ხუთასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. საღამო ორგანიზაცია Point Foundation-ის ინიციატივით დაიგეგმა. ორგანიზაცია Point Foundation აშშ-ს უდიდესი ფონდია, რომელიც ლგბტ ადამიანებისათვის უმაღლესი განათლების მისაღებად საჭირო სტიპენდიებს გასცემს. ფონდი უზრუნველყოფს როგორც ფინანსურ მხარდაჭერას, ისე ლიდერობის ტრენინგებს, მენტორობას და აძლევს იმედს ლგბტ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა ან მისი გამოხატვის გამო იჩაგრებიან. ორგანიზაცია აძლევს მათ საშუალებას ჩაირიცხონ და მიიღონ განათლება ამერიკის მოწინავე სასწავლო დაწესებულებებში. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ გვერდი: www.pointfoundation.org წყარო:http://www.marketwatch.com/story/2-million-for-lgbt-higher-education-scholarships-raised-at-point-foundation-new-york-gala-2012-04-17


ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება