ლგბტ უფლებები მალე საფრანგეთამდეც მიაღწევს
24 04 2012

სოციალისტური პარტიის კანდიდატმა ფრანსუა ჰოლანდმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა. მეორე ტური ორ კვირაში ჩატარდება ჰოლანდსა და ამჟამინდელ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შორის. არსებობს ვარაუდი იმის შესახებ, რომ ჰოლანდი მეორე რაუნდშიც მოიპოვებს გამარჯვებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთსქესიანი ქორწინება საფრანგეთში წლის ბოლომდე მოაღწევს. ფრანგი კანდიდატები დანაპირების შესრულების მხრივ ამერიკელ კოლეგებზე უკეთესები არიან, ჰოლანდი კი უკვე შეპირდა ფრანგებს ერთსქესიან ქორწინებას.

მან ასევე აღუთქვა ამომრჩეველს ერთსქესიანი წყვილებისთვის შვილად აყვანისა და რეპროდუქციული ტექნოლოგიებისადმი ხელმისაწვდომობის უფლება და შესაძლებლობა.

ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებზე მომუშავე ფრანგულმა ორგანიზაციამ სცადა ყველა კანდიდატის აზრი მოეპოვებინა ტრანსგენდერებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, მაგრამ ამ ინიციატივას მხოლოდ ჰოლანდი და მელენჩონი გამოეხმაურნენ. ჰოლანს სურს ჩაამატოს გენდერული იდენტობა ანტიდისკრიმინაციულ კანონში, მოახდინოს ტრანსსექსუალობის დეპათოლოგიზება და ტრანზიციის პერიოდი უფრო ადვილი გახადოს, მათ შორის სტერილიზაციის მოთხოვნის გაუქმებით. მელენჩონმა განაცხადა, რომ ტრანზიციისათვის საჭირო ხარჯებს სახელმწიფო დაზღვევა უნდა ფარავდეს. მწვანეთა პარტიისა და სხვა მემარცხენე კანდიდატებმა ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემაც კი არ მოისურვეს.

წყარო:http://www.bilerico.com/2012/04/french_elections_means_lgbt_rights_could_be_coming.php



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"