ჰილარი კლინტონი ლგბტ უფლებებზე
26 04 2012

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სირაკუზას უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე ჰომოფოვიურ ქვეყნებში ლგბტ უფლებათა ადვოკატირების სირთულეებზე ისაუბრა.

„შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა სახის საუბრები მაქვს ხოლმე,“ თქვა მან და დასძინა, რომ აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში ლგბტ უფლებები დღესაც უცხო და „უცხოეთიდან შემოტანილ“ თემად რჩება.

„ პირველი პასუხი, როგორც წესი შემდეგია: ჩვენ ასეთები არ გვყავს“, განმარტა ჰილარი კლინტონმა სიცილით: – „ შემდეგ კი ამბობენ, რომც გვყავდეს რაც შეიძლება სწრაფად მოვიშორებდით თავიდან იმიტომ, რომ ასეთები არ გვჭირდება. თქვენ თუ ამერიკაში ბევრი გყავთ ასეთები, ეს თქვენი პრობლემაა, ამიტომ ნუ მოდიხართ აქ და ნუ გვეუბნებით, რომ იმ ადამიანების უფლებები დავიცვათ, ვინც საერთოდ არ გვჭირდება.“

ჰილარი კლინტონის თქმით მსგავსი საუბრები ძალიან ერთულება. ამ პრობლემას ადვილად შეიძლება მივუსადაგოთ სახელმწიფო მდივნის მიერ ქალთა უფლებებთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასება „ ეს საკითხები ჯერ კიდევ ბევრგან არ ესმით.“

წყარო:http://www.towleroad.com/2012/04/hillary-clinton-discusses-challenges-of-pushing-for-lgbt-rights-where-the-existence-of-gays-is-denie.html



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა