სინდი ლოპერი ჯილდოს მიიღებს ლგბტ ადამიანთა დაცვისათვის
30 04 2012

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა სინდი ლოპერს ლგბტ თემისადმი მისი მხარდაჭერის გამო დააჯილდოვებს. ამ ინიციატივას განსაკუთრებით ემხრობა ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკულ ნივთიერებათა მოხმარებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებათა განყოფილების ადმინისტრაცია. ლოპერის ერთ–ერთი უდიდესი მიღწევა ფონდ True Colors –ის დაარსებაა, რომელიც ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებს მოუწოდებს დახმარება აღმოუჩინონ ლგბტ თემს.

ლოპერს ჯილდოს აშშ–ს ჯანდაცვისა და სოციალურ მომსახურებათა დეპარტამენტის მდივანი კეტლინ სებელიუსი გადასცემს 9 მაისს, უოშინგტონში, ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ დღეს.

შეგახსენებთ, რომ სინდი ლოპერი არა მხოლოდ უბერებელი მომღერალია, არამედ ადამიანის უფლებებისათვის დაუღალავი მებრძოლი.

ლგბტ ადამიანებისათვის რელევანტური საკითხები არ შემოიფარგლება მხოლოდ ლგბტ თემით, არამედ ზეგავლენას ახდენს მთელს საზოგადოებაზე, ამიტომ ლოპერის მცდელობა სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის ადამიანები გააერთიანოს ლგბტ თემის დაცვის ინიციატივაში, უფრო ფართოდ განფენილი ტოლერანტულობისაკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია.

წყარო:http://perezhilton.com/2012-04-28-cyndi-lauper-is-going-to-be-honored-by-the-us-government-for-her-lgbt-advocacy



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება