პრეზიდენტი ობამა ერთსქესიან ქორწინებას ემხრობა
10 05 2012

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი აზრით ერთსქესიან წყვილებს, ისევე, როგორც ჰეტეროსექსუალებს ქორწინების ლეგალური შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.

ABC News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა: „ როდესაც მე ვფიქრობ ჩემი ადმინისტრაციის იმ წევრებზე, რომლებიც ერთგულ, მონოგამურ ერთსქესიან ურთიერთობებში არიან და ბავშვებსაც კი ზრდიან პარტნიორებთან ერთად, როდესაც ვფიქრობ იმ ჯარისკაცებზე, მფრინავებსა და მეზღვაურებზე, რომლებიც ჩემი სახელით იბრძვიან და მაინც შებოჭილები არიან იმიტომ, რომ არ შეუძლიათ საყვარელ ადამიანებთან იქორწინონ, იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ჩემთვის პირადად მნიშვნელოვანია ეს ნაბიჯი გადავდგა და განვაცხადო, რომ ჩემი აზრით ერთსქესიან წყვილებს ქორწინების უფლება უნდა ჰქონდეთ.“

ბოლო პერიოდის განმავლობაში, პრეზიდენტი ობამა საკითხთან დაკავშირებით მზარდ ზეწოლას განიცდიდა, რადგან როგორც ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბიდენმა, ასევე განათლების სახელმწიფო მდივანმა არნე დანკანმა ღიად დაუჭირეს მხარი ერთსქესიან ქორწინებას გასულ კვირას.

რამდენიმე ხნის წინ, პრეზიდენტი ობამა გენდერული ნიშნით ნეიტრალური ქორწინების საწინააღმდეგოდ ქრისტიანულ რელიგიას ასახელებდა, თუმცა დღემდე მხარს უჭერდა ერთსქესიან სამოქალაქო პარტნიორობას. ქორწინებასთან დაკავშირებული მისი განცხადება პრეზიდენტის შეხედულებებში მკაფიო ცვლილებას ასახავს, და იმითაა განსაკუთრებული, რომ ჩრდილოეთ კაროლინას მემორანდუმიდან მეორე დღეს იქნა გაკეთებული. ზემოხსენებულ მემორანდუმში ჩრდილოეთ კაროლინას მაცხოვრებლები ყოველგვარი ერთსქესიანი სამოქალაქო კავშირების წინააღმდეგ გამოვიდნენ.

წყარო:http://www.pinknews.co.uk/2012/05/09/breaking-news-president-obama-confirms-support-for-equal-marriage/



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის