ახალი დოკუმენტი ლგბტ უფლებებზე
29 06 2010

2010 წლის 8 ივნისს, ევოკავშირის საბჭოს ადამიანის უფლებებე მომუშავე ჯგუფმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც განკუთვნილია ლგბტ ადამიანების მიერ ადამიანის უფლებების სრულყოფილ სარგებლობაზე. დოკუმენტის შემუშავებაში ერთ–ერთი მნიშნვნელოვანი როლი უჭირავს ილგა ევროპას, რომელსაც დოკუმენტის შედგენაში დიდი წვლილი მიუძღვის.

დოკუმენტი განკუთვნილია ევროპის კავშირის სათაო ოფისების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის დელგაციების, საელჩოების წარმომადგენლების თანამშრომლებისთვის. დოკუმენტი განკუთვნილია იმისათვის, რომ ევროკავშირმა შეძლოს რეაგიერება მოახდინოს ლგბტ ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე და მის სტრუქტურულ მიზეზებზე.

ინგლისურად სრული ტექსტის სანახავად მიყევით ბმულს

ინფორმაცია და დოკუმენტი იხილეთ ინგლისურ ენაზე იხილეთ  აქ



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა