სამი ახალი ლგბტ ჟურნალი პორტლანდში
13 05 2012

პორტლანდში სამი ახალი ლგბტ თემატიკის ჟურნალი გამოვა, რაც გასაკვირია არაა, ვინაიდან გასულ დეკემბერს ჟურნალმა Just Out, 30 წლის შემდეგ, გამოცემა შეწყვიტა. ამ გამოცემის დაკარგვას მედია დამკვირვებლები სიტყვა ”ვაკუუმით” აღწერდნენ.

ჟურნალ Just Out-ს ხელახლა გამოსცემს ჯონატან კიპი და მისი პარტნიორი ედი გლენი, რომელთაც საგამომცემლო ბიზნესი აქვთ ერთად. ჟურნალი პირველ ივნისს გამოვა და უფასოდ დარიგდება.

ჟურნალი Out City მაისის ბოლოს გამოვა SagaCity Media Inc.-ის მხარდაჭერით. ჟურნალში ასახული იქნება მოგზაურობასა და ცხოვრების სტილთან დაკავშირებული საკითხები პორტლანდში, სიეტლსა და ვანკუვერში.

ჟურნალი PQ Monthly უფასოდ რიგდება პორტლანდის კაფეებსა და სხვა ადგილებში. ჟურნალის ფასიანი გამოწერა შესაძლებელი იქნება ივნისიდან.

წყარო:http://www.katu.com/news/business/Three-new-LGBT-targeted-magazines-launch-in-Portland-151153035.html



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის