სომხეთი: ნაციონალისტების ჯგუფმა გეი მეგობრული ბარი დაწვა
14 05 2012

2012 წლის 8 მაისს, დაახლოებით დილის 5.30–ზე, ერევანში განლაგებული ბარი D.I.Y თავდასხმის ობიექტი აღმოჩნდა. ბარს ცეცხლი წაუკიდეს. D.I.Y ცნობილი იყო თავისი გეი მეგობრული პოლიტიკით. არსებობს დაშვება, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი ნაციონალისტების, ან ადგილობრივი ნეო ნაცისტების ჯგუფი არის.

როგორც ამბობენ, იმის გამო, რომ ბარს ქალთა უფლებების აქტივისთა და ლგბტ თემის თავშეყრის ადგილის რეპუტაცია ჰქონდა, სომხურმა მედიამ ფაქტი არ გაშუქა. ცნობა მომხდარის შესახებ ძირითადად სოციალურ ქსელ Facebook და Twitter–ის მეშვეობით გავრცელდა.

წყარო:http://globalvoicesonline.org/2012/05/09/armenia-alternative-bar-in-suspected-nationalist-arson-attack/



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება