ჰომოსექსუალობის პროპაგანდის კანონპროექტი უკრაინაში
21 05 2012

კიევი, 20 მაისი, 2012

მაშინ, როცა კიევში პირველი გეი პრაიდი იმართება, უკრაინის პარლამენტში არსებული გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების კომიტეტი პარლამენტს განსახილველად სთავაზობს კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს მედიაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და ლგბტ ადამიანების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობის კრიმინალიზაციას.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შესწორებები შევა უკვე არსებულ კანონში ”მორალის დაცვის შესახებ”, და სისხლის სამართლის კოდექსში. ამ ეტაპზე, პარლამენტმა (სავარაუდოდ მომავალ კვირას) კენჭი უნდა უყაროს კანონპროექტს. მიღების შემთხვევაში ჰომოსექსუალობასთან და ბისექსუალობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება ვირტუალურადაც კი შეუძლებელი გახდება. აქ შედის ცნობიერების ამაღლებისათვის გათვალისწინებული ღონისძიებები ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების მხრიდან, მაგრამ ასევე მასმედიაში ჰომოსექსუალობაზე ინფორმაციული ხასიათის სტატიები. ზემოხსენებული აქტივობები დასჯადი იქნება ჯარიმებითა და ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ILGA-Europe-ს საგანგაშოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ მსგავსი კანონპროექტები დისკრიმინაციის ინსტიტუციონალიზაციას შეუწყობს ხელს და გააძლიერებს ჰომოსექსუალობისა და ბისექსუალობის სტიგმატიზაციას.

ბიორნ ვან როზენდაალმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია მოუწოდებს უკრაინის პარლამენტს, მხარი დაუჭიროს სიტყვის თავისუფლების დემოკრატიულ ღირებულებას და დაიცვას ადამიანის უფლებები, ზემოხსენებული კანონპროექტის წინააღმდეგ კენჭის ყრით. ის მოუწოდებს ევროსაბჭოს, ევროკავშირსა და გაეროს რომ თამამად დაგმონ ზემოხსენებული საკანონმდებლო ინიციატივა.

წყარო: www.ilga-europe.org



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან