ტაილანდი: პირველი ტრანსგენდერი ქალი პოლიტიკაში
02 06 2012

ტაილანდში, ისტორიაში პირველმა ტრანსგენდერმა ქალმა ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა, და ერთ–ერთი პროვინციის საკრებულოს პირველი ღიად ტრანსგენდერი წევრი გახდა.

იოლანდა სუანიოსმა, დოქტორანტმა კანდიდატმა, რომელიც სატელიტურ სატელევიზიო არხს ხელმძღვანელობს და საკუთარი საიუველირო ბიზნესი აქვს, ნანის პროვინციის საკრებულოში ადგილისათვის ბრძოლაში მამრობითი სქესის მეტოქეები დაამარცხა.

ქალბატონი სუანიოსი ასევე ტრანსგენდერი პოპ ჯგუფის წევრია, სახელად Venus Flytrap, სადაც მისი მეტსახელი Posh Venus გახლავთ.

პირველი ტრანსგენდერი პოლიტიკოსი ტაილანდში ამჟამად 30 წლისაა და გამარჯვება მან სავალდებულო რაოდენობაზე 150 –ით მეტი ხმით მოიპოვა (სულ 3,808 ხმა) აცხადებს ადგილობრივი მედია.

საჯარო განცხადებაში, ქალბატონმა საუნიოსმა, რომელმაც სქესის კორექციის ოპერაცია 16 წლის ასაკში ჩაიტარა, განაცხადა, რომ პროვინციის საკრებულოში მისი პოზიცია, დაეხმარება ქალთა – და განსაკუთრებით ტრანსგენდერ ქალთა – პრობლემების წინ წამოწევაში. მან ასევე დაიფიცა რომ ლგბტ უფლებების საკითხს პარლამენტამდე მიიტანდა.

ტაილანდი, საერთოდ უფრო მიმღებია ტრანსგენდერი ქალების მიმართ, რომლებსაც აქ „კატოი“–ს უწოდებენ (ინდოეთში „კოტი“), თუმცა მათი ხილვადობა, როგორც წესი შოუ ბიზნესით შემოიფარგლება.

წყარო:http://www.pinknews.co.uk/2012/05/30/thailand-trans-woman-becomes-the-first-to-win-elections-to-public-office/



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის