მოსკოვის პრაიდი მომდევნო 100 წლით აიკრძალა
10 06 2012

მოსკოვის მუნიციპალურმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ მომავალი 100 წლის განმავლობაში პრაიდის ნებისმიერი მოთხოვნისათვის საერთო უარი დაეწესებინა.

ლგბტ ორგანიზაცია AllOut–ის წარმომადგენელი ანდრე ბენკსი თვლის, რომ ამაში დანმაშავე მოსკოვის მუნიციპალიტეტზე ზემდგომი ინსტანციებია:

„საინტერესოა, რომ პრეზიდენტი პუტინი ჩუმად არის, მაშინ, როცა მისი პარტიის წევრები პროვოკაციულ ანტი–გეი კამპანიას აწარმოებენ. ეს რა თქმა უნდა, მას წინააღმდეგობაში სვამს მოკავშირეებთან ევროპისა და მსოფლიო მასშტაბით,“ განაცხადა ბენკსმა და დასძინა, რომ 100 წლის განმავლობაში პრაიდის აკრძალვა 2012 წელს ევროპასთან დამეგობრების საუკეთესო საშუალება არ არის.

შემდეგი გაჩერება რუსი ლგბტ აქტივისტებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოა, რომლის წევრიც რუსეთი ცოტა ხნის წინ გახდა.

რუსეთის მთავრობამ თავისი ანტი–გეი სვლები „უმრავლესობის უფლებათა“ დაცვით გაამართლა. გაეროში რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ზემოხსენებული ქმედებით, რუსეთი არავითარ საერთაშორისო ვალდებულებას არ არღვევს და დასძინა, რომ ლგბტ თემის მსგავსი ჯგუფების წახალისება მიუღებელია.

წყარო:http://www.advocate.com/politics/2012/06/08/moscow-bans-pride-next-100-years



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის