მოლდავეთის ლგბტ დემონსტრაციების აკრძალვისათვის დამნაშავედ სცნეს
13 06 2012

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2005 წლის მაისში GENDERDOC-M–ის საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებული დემოსნტრაციების აკრძალვა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება), მე–13 (სამართლიანი დაცვის და ეფექტიანი დაცვის უფლება) და მე–14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლებს ეწინააღმდეგება. მოლდავეთის რესპუბლიკამ GENDERDOC-M–ის საინფორმაციო ცენტრს 11,000 ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს მომდევნო სამი თვის განმავლობაში.

GENDERDOC-M–ის საინფორმაციო ცენტრი მადლობას უცხადებს მოლდავეთის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის ადვოკატ ნატალია მარდარის, რომელიც ცენტრის ინტერესებს წარმოადგენდა მთელი ამ პროცესის მანძილზე, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე.

GENDERDOC-M–ის საინფორმაციო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ანასტასია დანილოვა აცხადებს:

„ეს ისტორიული მომენტია მოლდავეთის ლგბტ მოძრაობისათვის, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს კარგად ცნობილ აქსიომას იმის შესახებ, რომ ლგბტ უფლებები ადამიანის უფლებებია. თუ მოლდავეთის მთავრობა უარს განაცხადებს ამ ცხადზე ცხადი ფაქტის აღიარებაზე ის დარცხვენილი იქნება საერთაშორისო დონეზე და იძულებული იქნება სოლიდური ფულადი კომპენსაცია გაუწიოს მსხვერპლებს. ჩვენ ვულოცავთ ყველას, ვისაც სჯერა თანასწორობისა და ადამიანის უფლებათა უნივერსალურობის პრინციპისა – სამართალმა, როგორც იქნა იზეიმა.“

სასამართლო დადგენილების სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

http://cmiskp.echr.coe.int/tkp197/view.asp?action=html&documentId=909427&portal=hbkm&source=externalbydocnumber&table=F69A27FD8FB86142BF01C1166DEA398649

წყარო:http://www.lgbt.md/eng/story.php?sid=276



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია