სამხრეთ აფრიკაში ლგბტქი უფლებათა დამცველი თაპელო მაკჰუტლე მოკლეს
21 06 2012
LEGBO ადვოკატირების ჯგუფია, რომელიც ჩრდილოეთ კაპლანდის რეგიონში მოქმედებს და სოფლად მცხოვრები ლგბტი ჯგუფებს, რომლებიც სტიგმასა და შევიწროვებას აწყდება, მხარდაჭერითა და ტრენინგებით უზრუნველყოფს.
თაპელო მაკჰუტლე აქტიურად საუბრობდა ლგბტი დისკრიმინაციაზე და ლგბტი ახალგაზრდებისაგან შემდგარ სამუშაო ჯგუფებს ხელმძღანელობდა, რომლებთანაც ადამიანის უფლებებზე, აივ/შიდსსა და სხვა სოციალურ საკითხებზე საუბრობდა. ის ასევე იყო ჩრდილოეთ კაპლანდის არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის წევრი.
ეს არის მორიგი მკვლელობა ლგბტი ადამიანების უფლებადამცველთა მკვლელობების მზარდი რიცხვში. ასეთი ფაქტები განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია ჩრდილოეთ კაპლანდის პროვინციაში.
ფოტო

გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის

"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი

ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება

ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა