მსოფლიო პრაიდი ლონდონში
08 07 2012

ლონდონი ხომ გეცნობათ? წლევანდელი პრაიდ მსვლელობა დიდი ბრიტანეთის უდიდეს ქალაქში გარემოცულია მითქმა–მოთქმით. ამ ღონისძიებაში ასიათასობით ადამიანი იღებს მონაწილეობას – ქალაქის მერის გარდა.

მითქმა–მოთქმა ორგანიზატორების ფინანსურმა პრობლემებმა გამოიწვია, რომელთა გამოც პრაიდს დაწყებამდე 10 დღით ადრე გაუქმებაც კი ემუქრებოდა.

მერს რაც შეეხება, ბორის ჯონსონმა, რომელიც ცნობილი და ღიად გამოხატული კონსერვატორია, განაცხადა, რომ წლევანდელი პრაიდისთვის უბრალოდ ვერ მოიცლიდა.

მართლაც, ბრიტანეთის მოწინავე ლგბტ უფლებათა ადვოკატის, პიტერ ტეტჩელის თქმით, რომელიც 40 წლის წინ ლონდონის პირველი პრაიდის ორგანიზებაში იღებდა მონაწილეობას, წლევანდელი ფესტივალი „სრული გაუგებრობა“ იყო.

ტეტჩელის კომენტარები მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ადგილობრივი პრაიდის ორგანიზატორებმა, რომლებსაც წლევანდელი მსოფლიო პრაიდის მოწყობა ევალებოდათ, აღიარეს, რომ 80,000 ფუნტ სტერლინგზე მეტი აკლდებოდათ იმ 340,000 ფუნტიდან, რაც სხვადასხვა ადგილობრივი უწყებისა და სხვა კონტრაქტორებისთვის უნდა გადაეხადათ.

„ მსოფლიო პრაიდთან დაკავშირებული ეს ფიასკო ლონდონისთვის დიდი სირცხვილია,“ განაცხადა ტეტჩელმა

სამოცი წლის აქტივისტმა, რომელმაც 2010 წელს უარი თქვა ლორდების პალატაში შეთავაზებულ პოსტზე, 2 ივლისს წერილით მიმართა მერ ბორის ჯონსონს, და სთხოვა პრაიდი საგანგებო სესხით გამოეხსნა. ჯონსონი ტეტჩელს შეეკამათა. მერის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ლონდონის მუნიციპალიტეტი ისედაც ყოველწლიურად აძლევს Pride London-s 100,000 ფუნტ სტერლინგს – გაცილებით მეტს, ვიდრე ნებისმიერი სხვა დონორი.

„გაითვალისწინეთ, რომ პრაიდი საკმაოდ უნიკალურია იმიტომ, რომ ერთადერთი დიდი ღონისძიებაა, რომელსაც კი ოდესმე მიუღია ცენტრალურ ლონდონში მსვლელობის უფლება. ამ სიტყვის გამოყენება არ მინდა, და არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ ეს ჩემი ცუდი წინასწარგანწყობაა, მაგრამ ასეთი მაღალი პროფილის სცენარის ქონა, საკმაოდ პრივილეგირებულ პოზიციას წარმოადგენს...“ დასძინა მან.

აღსანიშნავია ის, რომ წლის დასაწყისში, არჩევნების დროს, მერი ხალხს შეპირდა, რომ პრაიდს დაესწრებოდა და მისი გამოსვლა ტრაფალგარ სკვერზე უკვე დაგეგმილი იყო. თუმცა მისმა პრესმდივანმა განაცხადა, რომ ოლიმპიური თამაშების გამო ის საშინლად დაკავებულია და შესაბამისად ღონისძიებაზე ვერ მოვა.

„გარკვეულწილად რაც მოხდა თითქოს კარგიც იყო,“ განაცხადა პიტერ ტეთჩელმა. „ადამიანები არ მოელოდნენ არეულობას, ცნობად სახეებსა ან მაღალი პროფილის გასართობ ნომრებს. ისინი მოვიდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ სჯერად მნიშვნელოვანია ლგბტ ადამიანების მსოფლიოსათვის ჩვენება.“

წყარო:http://www.thestar.com/news/world/article/1223167--worldpride-2012-london-pulls-off-uplifting-parade-but-just-barely



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"