გუგლის კამპანია ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაციისთვის
09 07 2012

გუგლმა მსოფლიოში ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაციისადმი მიძღვნილი ამბიციური კამპანია წამოიწყო. პროექტი, რომელსაც “Legalize Love,” ჰქვია, ლონდონში გამოცხადდა საერთაშორისო სამიტზე სახელწოდებით ლგბტ საკითხები სამუშაო ადგილზე.

კამპანია ოფიციალურად 7 ივლისს გაიხსნა პოლონეთსა და სინგაპურში. გუგლი აპირებს, რომ თანდათანობით გაავრცელოს ეს ინიციატივა ყველა ქვეყანაში, სადაც კომპანიას წარმომადგენლობა გააჩნია და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს იმ ქვეყნებს, სადაც ჰომოფობიური კულტურები ან/და ჰომოფობიური კანონები არსებობს.

გუგლის წარმომადგენელმა მარკ პალმერ–ედჯკომბმა განაცხადა: „ ჩვენ გვსურს, რომ ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც გეები, ლესბოსელები ან ტრანსგენდერები არიან, ისეთივე დადებითი გამოცდილება ჰქონდეთ ოფისს გარეთ, როგორც სამუშაო ადგილზე. ეს, რა თქმა უნდა ძალიან ამბიციური წამოწყებაა.“

გუგლის სტრატეგია გულისხმობს პარტნიორული ურთიერთობის განვითარებას კომპანიებსა და ორგანიზაციებს შორის, რომლებიც გრასრუტ კამპანიებს უჭერენ მხარს.

წყარო:http://thinkprogress.org/lgbt/2012/07/07/512554/google-announces-worldwide-campaign-to-legalize-same-sex-marriage/?mobile=nc



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია