ფლორიდას ვიცე-გუბერნატორი ლესბოსელობაზე
17 07 2012

ფლორიდას ვიცე-გუბერნატორ ჯენიფერ ქეროლს - ფლორიდას შტატის ყოფილ წარმომადგენელსა და რომნის მიმდევარს - ბრალი დასდეს ქალ თანაშემწესთან სექსუალური კავშირის დამყარებაში. ქეროლი ამ ჭორს უარყოფს. მისი თქმით: „როდესაც მსგავსი ბრალდებები გესმის, თავდასხმა მხოლოდ ერთ ადამიანზე არ ხორციელდება, არამედ მთელს ოჯახს ეხება. ჩემს ქმარს არ უნდა ამის მოსმენა. მან იცის რა ქალიც ვარ. ჩემმა შვილებმაც იციან როგორი ქალი ვარ. ოცდაცხრა წელია დაქორწინებული ვარ. შავკანიანი ქალები, რომლებიც ჩემსავით გამოიყურებიან, არ აბამენ ლესბოსურ ურთიერთობებს.“ ქეროლი ასევე თვლის, რომ პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილება გეი და ლესბოსელი ადამიანებისთვის ჯარში ღიად მსახურობის უფლება მიეცა, ამერიკულ შეიარაღებულ ძალებს „გზას აუბნევს“. წყარო: http://thinkprogress.org/lgbt/2012/07/16/520661/florida-lieutenant-governor-black-women-who-look-like-me-dont-have-lesbian-relationships/?mobile=nc


ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი