ნიდერლანდები ერაყელ ლგბტ ადამიანებს თავშესაფარს მისცემს
17 07 2012

ჰოლანდიური მთავრობის განცხადებით, ნიდერლანდების სამეფო თავშესაფრის მაძიებელ ლგბტ ადამიანებს კარს გაუხსნის. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერაყში ლგბტ ადამიანების მიერ სახლში განცდილი დისკრიმინაციისა და საფრთხის მზარდ მაჩვენებელზე დაყრდნობით. თუმცა ზემოხსენებული სიახლე ასევე ბადებს შეკითხვას იმის თაობაზე თუ როგორ დაამტკიცებენ ეს ადამიანები, რომ ლგბტ თემს წარმოადგენენ.

ჰოლანდიური ლგბტ უფლებათა ორგანიზაციის COC–ის წარმომადგენელმა კოენ ვან დიკმა ამ განცხადებას იმ ერაყელების გამარჯვება უწოდა, ვინც ქვეყნიდან საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გამო გაიქცა. მისი თქმით ერაყი, მსოფლიოში ყველაზე საშიში ქვეყანაა გეებისთვის რადგან კვლევები აჩვენებს, რომ 2003 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში, ლგბტ ადამიანებისადმი სიძულვილით მოტივირებული 750 მკვლელობა იქნა აღრიცხული.

თუმცა, საკუთარი სექსუალური ორიენტაციის დამტკიცება „პრობლემატური“ შეიძლება იყოს. Care2-ს განცხადებით იმიგრაციის სამსახურებს უჭირთ იმის დადგენა, თუ რა წარმოადგენს ჰომოსექსუალობის დამამტკიცებელ საბუთს, ჩვეული სტერეოტიპების გამოყენების გარეშე. კოენ ვან დიკის განცხადებით: „ ადამიანებს იმის მტკიცება მოუწევთ, რისი შენიღბვაც ასწავლეს საკუთარ თავს შიშის გამო. ეს ძალიან საფრთხილო სიტუაცია იქნება და მიგრაციის სამსახურების თანამშრომლებს, რომლებსაც აპლიკანტებთან ინტერვიუების წარმოება დაევალებათ, სპეციალური ტრენინგები დაჭირდებათ.“

წყარო:http://instinctmagazine.com/blogs/blog/the-netherlands-opens-its-doors-to-lgbt-iraqis-seeking-asylum?directory=100011



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან