ლგბტ ქამინაუთი აფრიკაში: ცხოვრება ზამბიაში
26 07 2012

მაშინ, როცა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი შავკანიანი ადამიანების მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება აშშ-სა და დასავლეთში, ლინდა ვილაროსა მოგვითხრობს Huffington Post-ში გამოქვეყნებული სტატიით, თუ როგორ უშლის ხელს ლგბტ თემისადმი ზამბიაში არსებული მკაცრი გარემო, ამ აფრიკული ქვეყნის ბრძოლას აივ/შიდსის წინააღმდეგ.

ჰომოსექსუალობა კანონით ისჯება აფრიკის თითქმის 40 ქვეყანაში, ხოლო ყველაზე მკაცრ ერებში - სუდანისა და ნიგერიის ნაწილის ჩათვლით - ჰომოსექსუალური ქცევა სიკვდილით ისჯება. ლგბტ ადამიანების მიმართ ძალადობა ჩვეული მოვლენაა, მათ შორის მთავრობის მიერ სანქცირებული ცემა, ჩაქოლვა და გაშოლტვა. ხოლო სამხრეთ აფრიკაში, რომელიც კონტინენტის ყველაზე პროგრესულ ნაწილად ითვლება, ლესბოსელები ხშირად ხდებიან ”გამოსასწორებელი” გაუპატიურების მსხვერპლნი. იგულისხმება, რომ ასეთი სახის სექსუალურმა ძალადობამ მსხვერპლი სხვა ქალებისადმი სექსუალური გრძნობებისგან უნდა ”განკურნოს”

მაშინ, როცა ზამბია სხვა აფრიკული სახელმწიფოებისგან განსხვავებით არც ძალიან ტრანსგრესიულია და არც ძალიან სახიფათო. იყო გეი, კანონით არ ისჯება, მაგრამ ჰომოსექსუალური აქტები ზამბიური კონსტიტუციით იკრძალება და, უკვე ცხადია, რომ ლგბტ უფლებები არც ახალ კონსტიტუციაში იქნება შეტანილი.

წყარო: http://www.theroot.com/buzz/lgbt-out-african-life-zambia



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან