ჰომოსექსუალი ირანში სიკვდილით დასაჯეს
14 07 2010

თაბრიზში, ირანელ ახალგაზრდას ჰომოსექსუალური ურთიერთობების ბრალდებით ჩამოხრჩობით სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს.

ირანის კანონონის მიხედვით, ჰომოსექსუალობა დანაშაულია და სიკვდილით ისჯება.

ადვოკატმა მოჰამად მოსთაფაიმ განაცხადა, რომ ჰამიდ თაღის, ებრაჰიმ ჰამიდის, მეჰდი პურანს და მოჰამად რეზაის ჰომოსექსუალური ურთიერთობებში დადეს ბრალი და სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს. მოსთაფაი ასევე აცხადებს, რომ უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ, სამ მათგანს ბრალდება მოეხსნა. მხოლოდ ებრეჰიმ ჰამიდის სასიკვდილო განაჩენი რჩება ძალაში.

მოსთაფაის თქმით, მოსარჩელემ განაცხადა, რომ ჩივილი მშობლებმა აიძულეს და სინამდვილეში, ებრაჰიმ ჰამიდის მხრიდან მის მიმართ სექსუალურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

სხვა წყაროები ირანის შესახებ იუწყებიან, რომ საქინე მოჰამადისთვის ქმრის ღალატის ბრალდებით გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის შესახებ.

საქინე მოჰამადის ორმა შვილმა წერილით მიმართა მსოფლიოს, რათა დაეხმარონ დედის გადარჩენაში.

Amnesty International-ის 2009 წლის საერთაშორისო ანგარიშის მიხედვით, ირანში 388 ადამიანზე მეტი იქნა სიკვდილით დასჯილი.

ინგლისურად სრული ტექსტის სანახავად მიყევით ბმულს



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი