ლიბანური ლგბტ ორგანიზაციის პროტესტი
17 08 2012

წამყვანმა ლიბანურმა ორგანიზაციამ პროტესტი გამოთქვა ანალურ შემოწმებაზე, რომლებსაც ყველა ის მამაკაცი გადის, რომელიც ჰომოსექსუალობაში არის ეჭვმიტანილი, განაცხადა ბრიტანულმა გაზეთმა Daily Mail.

არაბულ სამყაროში წამყვანი ლგბტ ორგანიზაცია „ჰელემის“ წევრები, ლიბანის იუსტიციის სამინისტროს წინ დადგნენ გასულ შაბათს ბეირუთში და მოითხოვეს, ზემოხსენებული „გეი ტესტის“ დაუყოვნებელი გაუქმება მთავრობის მხრიდან. ანალური შემოწმება, ჰომოსექსუალობაში ეჭვმიტანილი კაცების მიმართ გამოიყენება, ხოლო ქალებს ამავე ტიპის ქალიშვილობის ტესტის გავლას აიძულებენ.

„ჰელემის“ პროტესტი ეხმიანებოდა ივლისში მომხდარ ინციდენტს, როდესაც 36 კაცი იქნა დაპატიმრებული მას შემდეგ, რაც პოლიციამ პორნოგრაფიული კინოთეატრებზე რეიდი განახორციელა, სადაც გეი კაცებს ხშირად აქვთ სექუალური კავშირები. ამ კაცებს არა მხოლოდ აიძულეს ეს საკამათო შემოწმება გაევლოთ, არამედ მისი საფასურიც თავად გადაახდევინეს.

ლგბტ უფლებებთან მიმართებაში, ლიბანი ერთ–ერთი ყველაზე კონსერვატიული ქვეყანაა. იგი არ სცნობს ერთსქესიანი კავშირის არავითარ ფორმას და აქ ასევე არალეგალურია მოქალაქეებისთვის ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში ყოფნა. ლიბანის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ადამიანებს, რომლებიც გეი სექსის ან „ბუნების საწინააღმდეგო ქმედების“ ჩადენისას დააკავეს, შეიძლება ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოთ. 2007 წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ Pew Research Center–ის მიერ, გამოავლინა, რომ ლიბანელების 79% თვლის, რომ ჰომოსექსუალობა „უნდა განიდევნოს“ და მხოლოდ 18% თვლის, რომ ჰომოსექსუალობა მიღებული უნდა იყოს.

წყარო:http://www.edgeboston.com/news/international/news/136092/lebanese_lgbt_group_protests_against_gay_anal_testing



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის