ტეხასელი ლგბტ კანონმდებელი აცხადებს, რომ პანსექსუალია
17 08 2012

ტეხასელმა კანონმდებელმა, მერი გონსალესმა, რომელმაც წელს დიდი ყურადღება მიიპყრო, როგორც შტატის პირველმა ლესბოსელმა კანონმდებელმა, განაცხადა, რომ „პანსექსუალია.“

პანსექსუალებს არ სწამთ გენდერული ბინარული სისტემებისა და ამბობენ, რომ მათი გრძნობები და ლტოლვა გენდერისადმი ბრმაა, განაცხადა გონსალესმა Dallas Voice–ში.

29 წლის მერი გონსალესი ამერიკის ერთადერთი კანონმდებელია, რომელიც საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას პანსექსუალად აღწერს.

გონსალესი, რომელმაც მაისში არჩევნების პირველ რაუნდში ორი ოპონენტი დაამარცხა, შემოდგომაზე აღარ მოუწევს რესპუბლიკელ კანდიდატებთან ბრძოლა. მან განაცხადა, რომ მისი არჩევანი იყო პანსექსუალად ქამინგაუთი არ გაეკეთებინა კამპანიის დროს იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანებს ჯერ კიდევ ბოლომდე არ ესმით ეს ტერმინი.

წყარო:http://www.nydailynews.com/news/politics/texas-lgbt-legislator-pansexual-mary-gonzalez-refuses-limited-bisexual-label-article-1.1137021



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა