სარჩელი მადონას წინააღმდეგ
19 08 2012

მას შემდეგ, რაც სანკტ პეტერბურგში გამართულ კონცერტზე მადონამ გეი პრაიდის აკრძალვა გააპროტესტა, აქტივისტების ჯგუფმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ 10.5 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების სარჩელს შეიტანდა სასამართლოში, „მორალური ზიანის გამო“, გვამცნობს რუსული პრეს სააგენტო „რია ნოვოსტი“. რუსეთის მოქალაქეთა გაერთიანებას, სამოქალაქო ჯგუფ სახალხო ასამბლეასა და პარტია „ახალ დიად რუსეთს“ სარჩელი დღეს შეაქვთ სასამართლოში.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს გამართული კონცერტის განმავლობაში მადონამ დაარიგა ვარდისფერი სამაჯურები და არაერთგზის გამოხატა მხარდაჭერა ლგბტ თემის მიმართ, ქალაქში გამართული საპროტესტო აქციების მიუხედავად.

ზემოხსენებული სარჩელი კიდევ უფრო სკანდალურს ხდის მადონას 2012 წლის მსოფლიო ტურნეს: თვის დასაწყისში მომღერალი ელტონ ჯონმა გალანძღა და დასძინა, რომ მისი კარიერა დასრულებულია. ვარშავაში გამართული კონცერტისას მან აჩვენა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ვარშავის აჯანყების კადრები. ივლისში პარიზში შეგროვილმა მსმენელმა მას „ბოზი“ უწოდა, მას შემდეგ, რაც მომღერალმა მოულოდნელი 45 წუთიანი შოუ პროგრამა წარადგინა. საფრანგეთის მემარჯვენე პარტია ეროვნულმა ფრონტმა განაცხადა, რომ მადონას წინააღმდეგ სარჩელს შეიტანდა, პარიზის კონცერტზე ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენების გამო.

წყარო:http://www.rollingstone.com/music/news/madonna-faces-10-5-million-lawsuit-over-lgbt-support-in-russia-20120817



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია