რომის პაპი ერთსქესიან ქორწინებას მუქარას უწოდებს
24 09 2012

რომის პაპი ბენედიქტ XVI–მ ორი დღის წინ საფრანგეთში 32 ქვეყნის კათოლიკე ეპისკოპოსებს შეხვდა და ერთსქესიან ქორწინებაზე კომენტარი გააკეთა. მოგეხსენებათ, საფრანგეთში ესესაა აირჩიეს ახალი პრეზიდენტი ფრანსუა ჰოლანდი, რომელიც ამომრჩეველს დაპირდა რომ ერთსქესიან ქორწინებას ლეგალურს გახდიდა.

„ქორწინება და ოჯახი ის ინსტიტუციები, რომლებიც უნდა დაცულ იქნას ნებისმიერი არასწორი ინტერპრეტაციისგან მათი ჭეშმარიტი ბუნების შესახებ, რადგან ის რაც საზიანოა ამ ინსტიტუტებისთვის, საზიანოა თავად საზოგადოებისთვის,“ განაცხადა პონტიფიკუსმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ოჯახი, რომელიც საზოგადოების ფუნდამენტია „საფრთხეშია ბევრგან, სადაც არასწორი წარმოდგენა აქვთ ადამიანის ბუნებაზე.“

პაპმა ასევე განაცხადა : „ოჯახი ფუნდამენტური ერთეულია შემეცნებითი პროცესისა და ინდივიდებისა და სახელმწიფოების განვითარებისთვის; ამგვარად არსებობს საჭიროება სახელმწიფო პოლიტიკისა, რომელიც ოჯახის წინ წაწევას მოახერხებს და სოციალურ დიალოგს შეუწყობს ხელს.“

2008 წლის ბოლოს, პაპმა განაცხადა, რომ გეები კაცობრიობას საფრთხეს უქმნიან ისევე, როგორც ტროპიკული ტყეების გაჩეხვა და, რომ გენდერებს შორის ზღვარის „გაბუნდოვნება“ ტრანსგენდერი ადამიანებისადმი მიმღებლობის მეშვეობით, კაცობრიობას ბოლოს მოუღებს.

2010 წელს პაპმა განაცხადა, რომ საჭიროა დავიცვათ განადგურების რისკის ქვეშ მყოფი არსებები, მათ შორის ადამიანები: „ერთ–ერთი ასეთი თავდასხმა მოდის კანონებისგან, რომლებიც დისკრიმინაციასთან ბრძოლის სახელით, დარტყმას აყენებენ სქესებს შორის განსხვავების ბიოლოგიურ ბაზისს.“

წაყრო:

http://www.pinknews.co.uk/2012/09/22/pope-same-sex-marriage-threatens-the-future-of-human-nature-and-society/


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან