ევროპის პარლამენტის მიმართვა
13 07 2010

ევროპარლამენტის სამსახურებმა გამოაქვეყნეს მიმართვა, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ტრანსგენდერ ადამიანთა უფლებები.

სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა მოითხოვა ბრიფინგი ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებზე, რომელიც აღწერს ევროკავშირში ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობას ინსტიტუციონალურ დოკუმენტებზე, იურიდიულ და არასამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით. ის შეიცავს სექციას ევროკავშირის მასშტაბით ანტიდისკრიმინაციული ზომების, სქესის კორექციის პროცედურების, ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობის, გადაადგილების თავისუფლების უფლებისა და თავშესაფრის საკითხებზე და მიმოიხილავს თურქეთსა და ხორვატიაში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანების იურიდიულ და სოციალურ მდგომარეობას.

მიმართვა მოიცავს ევროპარლამენტის მიერ 1989 წელს მიღებული პირველი რეზოლუციის ასლს ტრანსგენდერების უფლებებზე, რომელიც სრულდება დანართით, რომელშიც აღნუსხულია თითოეული წევრი ქვეყნის საკანონმდებლო მდგომარეობას.

PDF ფორმატში მიმართვის გადმოწერა შესაძლებელია აქ

ინგლისურად სრული ტექსტის სანახავად მიყევით ბმულს



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი