”ვარდისფერი დოლარი” ჰონგ-კონგში
01 10 2012

პოლ რამსკარი თვლის, რომ მისი აპლიკაცია ”ვარდისფერი დოლარი” გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე სმარტოფონის მორიგი დანამატი პროგრამა: ის სოციალური ცვლილებების გამომწვევია, რომელიც ხელს შეუწყობს ლესბოსელებისა და გეების წინააღმდეგ დისკრიმინაციის დასრულებას.

სმარტფონის ეს აპლიკაცია მიზნად ისახავს, დააკავშიროს ლგბტ ადამიანები ბიზნესთან, რომელიც ტოლერანტული იქნება სექსუალური უმცირესობებისადმი სოციალურად კონსერვატიულ ჰონგ-კონგში.

რამსკარი თვლის, რომ პროგრამა, რომელიც მალე გაეშვება Apple-ის აიფონებში, ჩამოშლის კულტურულ ბარიერებს ქალაქში, სადაც ჰომოსექსუალობა მხოლოდ ორი ათეული წლის წინ იქნა დეკრიმინალიზებული.

ასზე მეტი კომპანია ითანამშრომლებს ”ვარდისფერ დოლართან”, სავარჯიშო დარბაზებიდან დაწყებული, რესტორნებითა და უძრავი ქონების აგენტებით დამთავრებული. მომხმარებლები თითოეული მათგანის რეიტინგს შეადგენენ ლგბტ მეგობრულობის მიხედვით, შკალით რომლის ფერიც ბაცი ვარდისფერიდან ხასხასა ვარდისფერამდე იცვლება. კაშკაშა ვარდისფერი, ყველაზე მეტ ლგბტ მეგობრულობაზე მიუთითებს. ის ბიზნესი, რომელიც ცუდ დახასიათებას მიიღებს, თავად რამსკარისგან უნდა ელოდოს ”ახსნა-განმარტებით” ვიზიტს.

წყარო: http://www.nst.com.my/latest/app-ing-the-pink-dollar-in-hong-kong-1.150505#



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება