სერბეთის პრაიდი შეიძლება უსაფრთხოების გამო აკრძალონ
01 10 2012

გუშინ, სერბეთის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ ბელგრადის პრაიდ მსვლელობის მონაწილეებს შეიძლება ძალადობრივად დაუპირისპირდნენ მემარჯვენე ექსტრემისტები.

შინაგან საქმეთა მინისტრი ივიცა დაჩიჩი აგრეთვე აცხადებს, რომ ეს ღონისძიება საზოგადოებრივ, უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, რადგან მემარჯვენე ჯგუფი გეგმავს პარალელური მსვლელობის ჩატარებას.

მან განუცხადა როიტერსს: ”მე რომ ორგანიზატორი ვყოფილიყავი, მივიღებდი უსაფრთხოების ამ შეფასებას და გადავდებდი მსვლელობას. თუ ისინი არ მოიქცევიან ასე, პოლიცია იქნება იძულებული ეს ზომა მიიღოს.” ამავე დროს, ბელგრადის მერმა მოითხოვა, რომ ღონისძიება გაუქმდეს.

ორგანიზატორმა, გორან მილეტიჩმა განაცხადა, რომ მთავრობა არ უნდა დანებდეს ძალადობის მუქარებს.

”ძალადობა არ არის ნორმალური. ის რაც ნორმალურია დემოკრატიულ ქვეყანაში, ადამიანების უფლებაა მშვიდობიანი მსვლელობა ჩაატარონ 1-2 საათის განმავლობაში ,” დასძინა მან.

წყარო:http://www.pinknews.co.uk/2011/09/30/serbia-pride-may-be-banned-over-violence-fears/



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა