ჩვენი კულტურის სელექციური სიბრმავე სექსუალურ ძალადობაზე
01 10 2012

ჩვენი უმეტესობა იცნობს ამ ფოტოსურათს. ის თაიმს სქვერზეა გადაღებული, 1945 წელს, და ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფოტოსურათია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასასრულთან დაკავშირებულ სიხარულსა და საზეიმო განწყობას წარმოაჩენს.

თუმცა, მხოლოდ წელს მოახერხეს ისტორიკოსებმა ბოლოს და ბოლოს იმის დადასტურება, რომ ფოტოსურათზე აღბეჭდილი ორი ადამიანი გახლავთ სტომოტოლოგიის ექთანი გრეტა ზიმერ ფრიდმანი და მეზღვაური ჯორჯ მენდოზა.

სურათთან დაკავშირებით სხვა ახალი ფაქტებიც იქნა აღმოჩენილი. ყველას გონია, რომ სურათზე ორი შეყვარებული ადამიანის კოცნაა აღბეჭდილი, თუმცა სიმართლე ისაა, რომ გრეტა და ჯორჯი ერთმანეთს არ იცნობდნენ. ჩვენ ვიგებთ, რომ ჯორჯი მთვრალი იყო, ხოლო გრეტამ არაფერი იცოდა მის შესახებ, სანამ მისი ფიზიკური შეხება არ იგრძნო.

გრეტა თავადაც ყვება ამ დღეზე და ამბობს:

„სულაც არ მინდოდა რომ ვინმეს ეკოცნა ჩემთვის. ეს ტიპი უბრალოდ მოვიდა და ხელი დამავლო. ვერ დავინახე როგორ მომიახლოვდა და სანამ რეაგირებას მოვახერხებდი უკვე მის მკლავებში ვიყავი მოქცეული. ის ძალიან ძლიერი იყო. მე მას არ ვკოცნიდი. ის მკოცნიდა მე. „

საკმაოდ ცხადია, რომ ჯორჯმა, ამ შემთხვევაში, სექსუალური თავდასხმა განახორციელა და ამასთან ერთად გასაოცარია თუ როგორი ნებაყოფლობითი სიბრმავე გამოაჩინა ყველა იმ ადამიანმა, ვინც სტატიებიდან გრეტას მონათხრობი გამოტოვა. ნაწილობრივ ეს გასაგებიც არის. ომის დასასრული დიდი ამბავია და ეიფორია, რომელსაც მთელი ერი განიცდიდია, ამერიკის ისტორიისათვის მნიშვნელოვანია. თანაც, ეს მეზღვაური ხომ სამშობლოსთვის წირავდა სიცოცხლეს, რა თქმა უნდა, მისი შვება და აღელვება გამართლებულია. პასუხი ამ დაშვებაზე არის დადებითი. მას ყველანაირი უფლება აქვს ბედნიერებისგან ექსტაზში იყოს. მას სრული უფლება აქვს იზეიმოს, თუმცა, ისიც გავითვალისწინოთ, რომ ეს უფლება არ ვრცელდება მის მიერ სხვისი სხეულებრივი ავტონომიის შელახვაზე.

წყარო:http://cratesandribbons.com/2012/09/30/the-kissing-sailor-or-the-selective-blindness-of-rape-culture-vj-day-times-square/



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"