პაკისტანში 14 წლის აქტივისტის დაჭრაში ეჭვმიტანილები დააკავეს
14 10 2012

პაკისტანის პოლიციამ 14 წლის გოგონასთვის ცეცხლსასროლი ჭრილობების მიყენებაში ეჭვმიტანილი რამდენიმე ადამიანი დააკავა. დაშავებული გოგონა სამიზნე იმის გამო გახდა, რომ ის გოგონებისათვის განათლების პრომოთირებას ახდენდა და ფუნდამენტალისტურ ისლამურ მიმდინარეობას აკრიტიკებდა.

მალალა იუსუფზაის, მის ორ თანაკლასელთან ერთად, ესროლეს, მაშინ, როდესაც ისინი გასულ სამშაბათს სკოლიდან სახლში მიდიოდნენ.

თალიბანმა მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო და განაცხადა, რომ გოგონა ახორციელებდა ”დასავლური აზროვნების” პროპაგანდას, ამიტომ ოგანიზაციის ჩრდილოეთის ერთ-ერთმა ფილიალმა ორი თვის წინ გადაწყვიტა გოგონა მოეკლა, და თავდასხმა დაგეგმა მას შემდეგ, რაც მისმა ოჯახმა არაერთი გაფრთხილება უგულვებელყო.

მინგორას პოლიციის უფროსი აფზალ ხან აფრიდი აცხადებს, რომ პოლიციამ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი დააკავა, თუმცა უარს ამბობს დეტალების გამჟღავნებაზე დაკავებულთა შესახებ, რადგან მას არ სურს მიმდინარე გამოძიებას შეუქმნას საფრთხე.

თალიბანის წარმომადგენელმა სირაჟუდდინ აჰმადმა განაცხადა, რომ იუსუფზაის ოჯახი სამჯერ იქნა გაფრთხილებული, უკანასკნელი გაფრთხილება კი გასულ კვირას მიიღო, სანამ გოგონას მოკვლის გადაწყვეტილება საბოლოო გახდებოდა. აჰმადის თქმით, თალიბანის ადგილობრივმა ლიდერმა მაულანა ფაზლულაჰმა შეარჩია სამი თავდამსხმელი, მათ შორის, ორი პროფესიონალი სნაიპერი, რომლებმაც ყურადღებით შეისწავლეს გოგონას მარშრუტი სახლიდან სკოლამდე.

სკოლა დაშავებული მოზარდი აქტივისტის მამას ეკუთვნის, რომელიც ძალიან ამაყობს შვილის მიღწევებით და თავადაც ძალიან აქტიურია გოგონებისათვის განათლების უფლების მინიჭების საკითხში. იუსუფზაი მინგორადან სასაზღვრო ქალაქ პეშვარში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა კისრიდან ტყვია ამოუღეს. ხუთშაბათს ის გადაიყვანეს საავადმყოფოში რავალპინდიში, სადაც პაკისტანის ჯარი არის განლაგებული ისლამაბადის მახლობლად.

წყარო:http://www.vancouversun.com/news/Police+make+arrests+Taliban+shooting+year+activist/7386377/story.html



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება