ლგბტ აქტივისტი ქუინსში თავდასხმის შედეგად იღუპება
30 10 2012

ლუ რისპოლის, პატივცემულ და ბევრისათვის საყვარელ გეი უფლებათა ადვოკატს, 20 ოქტომბრის დილას, ქუინსში ორი მამაკაცი დაესხა თავს. ქალაქ ნიუ იორკის საბჭოს ღია გეი წევრმა ჯიმი ვან ბრამერმა გამოაცხადა, რომ 62 წლის რისპოლი 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. მსხვერპლს თავის არეში ბლაგვი ნივთით მიაყენეს ჭრილობა. თვითმხილველის თქმით რისპოლი 20-30 წლის ასაკის ორ თავდამსხმელთან ერთად გადმოვიდა მანქანიდან. ჯერ კიდევ უცნობია იცნობდა თუ არა რისპოლი თავდამსხმელებს და არის თუ არა ეს მკვლელობა ჰომოფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაული. აღსანიშნავია, რომ რისპოლი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საკვებს ამზადებდა და უფასოდ ურიგებდა აივ ინფიცირებულ ადამიანებს თავის რაიონში. რისპოლის ჩართულობა ლგბტ უფლებებისათვის ბრძოლაში 1970-იან წლებში Gay Academic Union-დან დაიწყო. წყარო: http://www.queerty.com/prominent-lgbt-activist-dies-after-savage-attack-in-queens-20121029/


ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან