ერაყის ომის ვეტერანი ლგბტ უფლებებისთვის იბრძვის
10 11 2012

რობ სმიტი ერაყში ომის გამოჩენილი ვეტერანია და ასევე ლგბტ აქტივისტი. ცოტა ხნის წინ მას საშუალება მიეცა თავისი გამოცდილება გაეზიარებინა კოლეჯის სტუდენტებისათვის პენსილვანიაში:

”მაშინ, როცა ვეტერანების ეროვნულ დღეს აღვნიშნავთ, არ უნდა დაგვავიწყდეს იმ ლგბტ ადამიანების წვლილი, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ემსახურებოდნენ ისტორიის მანძილზე და დღემდე უჩინრებად რჩებოდნენ. მას შემდეგ, რაც ”არ იკითხო არ თქვა” კანონი გაუქმდა, ჩვენ გავუხსენით კარი თაობას, რომლის სამხედრო მოსამსახურეებსაც არ მოუწევთ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის დამალვა.

თუმცა მათ მაინც უწევთ წინაღობების გადალახვა ამერიკის შეიარაღებულ ძალებსა და მის გარეთ. გეი და ლესბოსელ ჯარისკაცებს ჯერ კიდევ უწევთ თანასწორი პარტნიორული სოციალური პრივილეგიებისათვის, სამხედრო სამსახურის ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკაში სექსუალური ორიენტაციის დამატებისათვის და ტრანსგენდერი ადამიანებისათვის ღიად მსახურობის შესაძლებლობისთვის ბრძოლა.

ჩვენ აღარასოდეს გავჩუმდებით და აღარ გავხდებით უხილავები, ჩემი ხმა მხოლოდ ერთია იმ უამრავთაგან, რომლებიც მოიტანენ სრულ თანასწორუფლებიანობას ლგბტ თემისთვის ჩვენს დიდ ერში, რომლის დასაცავად მე უნიფორმას ვატარებდი.”

წყარო:http://www.huffingtonpost.com/rob-smith/coming-out-and-fighting-for-lgbt-rights-as-a-gay-iraq-war-veteran_b_2089308.html



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის