მორიგი გეი ბოროტმოქმედი ეკრანებზე
12 11 2012

ჯეიმს ბონდის ფილმებში ყოველთვის უხვად იყვნენ ბოროტმოქმედები, რომელთა ჰომოსექსუალობაც მათი ქცევიდან და მანერებიდან გამოსჭვიოდა. თუმცა ფილმში “Skyfall”, რომელიც ჯეიმს ბონდის უახლეს ეკრანიზაციას წარმოადგენს, ქვეტექსტები აღარ არის. გეი ბოროტმოქმედი - ხავიერ ბარდემის მიერ შესრულებული პლატინისფერი ქერა რაულ სილვა - საკუთარ სექსუალობას არ მალავს.

ამგვარად, სილვა ადგილს იკავებს კინემატოგრაფის ლგბტ ბოროტმოქმედების პანთეონზე. ეს ბოროტმოქმედები საზოგადოების მსხვერპლნი არიან, მათი დანაშაული მათი ”უკუღმართი” სექსუალობიდან, უპასუხო სიყვარულიდან, საკუთარი თავის სიძულვილიდან, გენდერული დისფორიიდან ან ნორმალურობის სასოწარკვეთილი სურვილიდან იბადება. 90-იანი წლების ბოლომდე ლგბტ ადამიანების წარმოჩენა კინოში, უმეტესწილად მკვლელების, საცოდავების ან საცოდავი მკვლელების სახით ხდებოდა. ამიტომ, შეიძლება თუ არა პროგრესად ჩავთვალოთ რაულ სილვას ღიად გამოხატული სექსუალობა? თუ მაინც რეგრესია, რადგან ისევ ძველებური ბოროტმოქმედულ წარმოჩენასთან გვაქვს საქმე?

წყარო: http://www.salon.com/2012/11/12/cinemas_11_most_memorable_lgbt_villains/



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"