ნორვეგიის ტახტის მემკვიდრემ გმირობა გამოიჩინა
04 12 2012

როდესაც ნორვეგიის სამეფო ტახტის მემკვიდრის, პრინცესა მეტე-მარიტის სასახლეში მომუშავე მეგობარმა ვერ მოახერხა დროულად მოეპოვებინა ვიზა, რათა სუროგაციის გზით გაჩენილი ტყუპი შვილები მოენახულებინა, პრინცესამ დახმარება გადაწყვიტა.

ვიზასთან დაკავშირებულმა პრობლემამ ხელი შეუშალა ბავშვების ნორვეგიელ მშობლებს - ერთსქესიან წყვილს - დაბადების მომენტისთვის ჩასულიყვნენ ინდოეთში.

მეტე-მარიტმა იცოდა, რომ თავისი დიპლომატიური პასპორტით ქვეყანაში შეფერხების გარეშე შეძლებდა შესვლას, ამიტომ ის თვითმფრინავში ჩაჯდა და ინდოეთში გაემგზავრა. აქ ის მაშინვე მივიდა საავადმყოფოში და მშობლების ჩამოსვლამდე, რამდენიმე დღის მანძილზე დარჩა ახალშობილებთან.

პრინცესას ვიზიტის შესახებ ინდოეთის მთავრობა არ გაუფრთხილებია და საავადმყოფოს პერსონალს, ნორვეგიის მომავალი დედოფალი უბრალო ძიძა ეგონა.

სუროგაცია ნორვეგიისთვის საკმაოდ საკამათო საკითხია და მთავრობა ოფიციალურად მოუწოდებს მშობლებს მოერიდონ ფულად ანაზღაურებაზე დაფუძნებულ სუროგაციას.

წყარო:http://www.opposingviews.com/i/tophealth/norway-s-crown-princess-mette-marit-lgbt-heroine



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი