დემოკრატ სენატორ ჯესი ულიბარისა და მის პარტნიორს ორი შვილი ჰყავთ და ის აცხადებს, რომ მისი ამომრჩევლისათვის მნიშვნელოვანია მისი გაცნობა მისი სექსუალური ორიენტაციის მიღმა. ულიბარის თქმით მას იგივე საკითხები ადარდებს, რაც ყველას: ძლიერი ეკონომიკა, უსაფრთხო სკოლები და თანასწორი შესაძლებლობები ყველა ოჯახისათვის.
ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებათა ადვოკატები კოლორადოში უკვე ხედავენ ამ გამარჯვებას როგორც გზას ყველა იმ პროტექციის უზრუნველყოფისათვის, რომელზეც ულიბარიმ ისაუბრა. დემოკრატების გამარჯვებასთან ერთად სახელმწიფო კონგრესის ორივე პალატაში, ალბათობა იმისა, რომ შემდეგ სესიაზე კოლორადოში სამოქალაქო პარტნიორობის კანონის დამტკიცება მოხდება, დიდია.
„მე ვთვლი, რომ ის, რაც ახლა კოლორადოსა და მთელს ქვეყანაში ხდება, ის არის, რომ არსებული დისკრიმინაცია და წინასწარგანწყობები ნელ–ნელა მარცხდება, სწორედ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი რაღაც შიშზეა დაფუძნებული და არა რეალურ ფაქტებზე,“ აცხადებს ჩაკ ვულფი, უოშინგტონში მოქმედი გეი და ლესბოსელი გამარჯვების ფონდის პრეზიდენტი.
ვულფის თქმით 6 ნოემბრის არჩევნების შემდეგ, საშტატო საკანონმდებლო ორგანოების უმრავლესობაში ერთი ღიად გეი კანონმდებელი მაინც არის, ხოლო ხუთ შტატში, კოლორადოს ჩათვლით, საკნანონმდებლო ორგანოს გეი ლიდერი ჰყავს. თუმცა ვულფი ასევე დასძენს, რომ მისი აზრით კიდევ ოცი წელი იქნება საჭირო, სანამ გეი პოლიტიკოსები იმდენად ჩვეულ მოვლენად იქცევა, რომ ახალი ამბების მასალა აღარ იქნება.
წყარო: http://www.kunc.org/post/number-lgbt-elected-officials-reaches-historic-levels