
ასობით უკრაინელი ლესბოსელი და გეი აქტივისტი შეუერთდა საპროტესტო აქციას კიევის ცენტრში. მონაწილეებმა დაგმეს ახალი კანონპროექტი, რომელიც აკრძალავს ჰომოსექსუალობის ნებისმიერ დადებით წარმოჩენას, გეი პრაიდის ჩათვლით.
დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც ანტი–გეი აქტივისტებმა აქციის დაშლა სცადეს და ბუნებრივი აირის გაუშვეს ხალხში.
რამდენიმე ადამიანი იქნა დაკავებული.
ეგრეთ წოდებულმა „ანტი–გეი პროპაგანდის“ კანონპროექტმა, ოქტომბერში შეფერხების გარეშე გაიარა პირველი მოსმენა პარლამენტში.
კანონპროექტის მიხედვით, ნებისმიერი ადამიანი, ვინც შემოიტანს, დაამზადებს ან გაავრცელებს ასეთი სახის მასალას შეიძლება ხუთი წლით აღმოჩნდეს ციხეში.
წყარო:
http://www.euronews.com/2012/12/09/ukraine-anti-gay-activists-release-gas-at-lgbt-protest/