ერთსქესიან წყვილებში შვილად აყვანის საკითხი ავსტრიაში
20 02 2013

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განაჩენი გამოიტანა X და სხვები ავსტრიის წინააღმდეგ (აპლიკაცია 19010/07) საქმის თაობაზე და დაადგინა, რომ ავსტრიის სამოქალაქო კოდექსი დისკრიმინაციულია ერთსქესიანი ურთიერთობებისადმი, რადგან შეუძლებელს ხდის პარტნიორის მხრიდან მეორე პარტნიორის ბიოლოგიური შვილის შვილად აყვანას, მაშინ როცა იგივე პროცედურა ნებადართულია ქორწინებაში არ მყოფი ჰეტეროსექსუალი წყვილებისათვის. ერთსქესიან ოჯახებში მცხოვრები ბავშვები ძალიან მოწყვლადები არიან ლეგალური აღიარების ნაკლებობისა და ორივე მშობელთან ლეგალური კავშირის დამყარების შეუძლებლობის გამო. ამჟამად მეორე მშობლის მიერ შვილად აყვანა შესაძლებელია ევროპის 11 ქვეყანაში: ბელგიაში, დანიაში, ფინეთში, გერმანიაში, ისლანდიაში, ნიდერლანდების სამეფოში, ნორვეგიაში, სლოვენიაში, ესპანეთში, შვედეთსა და დიდ ბრიტანეთში. ახალი კანონმდებლობა, რომელიც ამას შესაძლებელს გახდის მუშავდება საფრანგეთში, ლუქსემბურგსა და შვეიცარიაში. ამასთან ერთად, სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად კანონმდებლობა ავსტრიაში, ანდორაში, ბოსნიისა და ჰერცოგოვინას ნაწილებში, ლიხტენშტეინში, პორტუგალიასა და რუმინეთში შეიცვლება და შეივსება ისე, რომ ერთსქესიან წყვილებს შეეძლოთ ერთმანეთის ბიოლოგიური შვილებზე ლეგალური მეურვეობის მოპოვება და განხორციელება, რადგან ამ ქვეყნებში ეს უფლება დაშვებულია ქორწინებაში არ მყოფი ჰეტეროსექსუალი წყვილებისთვის. წყარო: http://www.ilga-europe.org/home/news/for_media/media_releases/european_court_of_human_rights_ban_on_same_sex_second_parent_adoption_is_discriminatory


ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან