
ევრო კავშირის ირლანდიურ თავმჯდომარეობასთან თანამშრომლობით ორგანიზაციამ ILGA-Europe პირველი, ევროკავშირის დონის კონფერენცია დაგეგმა, რომელიც სკოლაში ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ ნიადაგზე ადამიანების დაჩაგვრას შეეხება. კონფერენციას გახსნის რუიარი ქუინი, ირლანდიის განათლების მინისტრი. ირლანდია ევროკავშირის ერთ–ერთი წევრი ქვეყანაა, რომელმაც საგრძნობი ძალისხმევა გამოიჩინა გასული წლების მანძილზე, ჰომოფობიური და ტრანსფობიურ ჩაგვრასთან ბრძოლაში.
ეს კონფერენცია ერთ მაგიდასთან მოაქცევს ევროკავშირსა და იუნესკოს ისევე, როგორც ეროვნული სახელმწიფო პოლიტიკის შემქმნელებს, გაერთიანებებს, მასწავლებლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა ერთობლივი ძალებით მოხდეს ჩაგვრის ამ ფორმების დასაძლევად მეთოდების ჩამოყალიბება.
კონფერენციის მიზანია ცნობიერების გაზრდა ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ ჩაგვრაზე მის დამანგრეველ ზეგავლენაზე და ჩართოს სხვადასხვა მოთამაშეები განათლების სფეროდან, რათა საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება მოხდეს.
წყარო:
http://www.ilga-europe.org/home/news/for_media/media_releases/ilga_europe_in_association_with_the_irish_eu_presidency_hosts_first_ever_eu_conference_on_homophobic_and_transphobic_bullying