თავშესაფრის მაძიებლებს საკუთარი ჰომოსექსუალობის დამტკიცება უწევთ
28 02 2013

გაერთიანებული სამეფოს სასაზღვრო უწყებას, ადრე შეეძლო უარი ეთქვა გეი თავშესაფრის მაძიებლებზე იმ ლოგიკით, რომ თითქოს სახლში დაბრუნებულებს მათ საფრთხე არ შეექმნებოდათ თუკი საკუთარ იდენტობას არ გაამჟღავნებდნენ. ეს პროცედურა 2010 წელს შეიცვალა, როდესაც დამტკიცდა. რომ სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დევნა საკმარისი მიზეზია ბრიტანეთში დასარჩენად. ადვოკატებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავშესაფრის მაძიებელ ადამიანებს უწევთ გაიარონ სხვადასხვა აპლიკაციები და ტრიბუნალები, რათა დაამტკიცონ საკუთარი ჰომოსექსუალობა, ეს პროცესი კი სულ უფრო და უფრო დამამცირებელი და სექსუალურად ექსპლიციტური გამოცდილების ხასიათს იღებს. გაერთიანებული სამეფოს სასაზღვრო უწყებამ BBC-ს განუცხადა, რომ წესები, რომლითაც ხელმძღვანელობენ, შეიცვალა იმისათვის. რომ არ მოხდეს უარის თქმა ისეთი ადამიანებისთვის, რომელებიც ნამდვილად დევნის რისკის ქვეშ არიან სექსუალური ორიენტაციის გამო. სააგენტომ განაცხადა, რომ მისი პოზიცია მკაფიო რჩება: ”როდესაც ვინმეს ჩვენი დაცვა ჭირდება, ჩვენ მას ვუზრუნველყოფთ.” წყარო: http://www.bbc.co.uk/news/uk-21601803


ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"