ლგბტ პროექტების მხარდამჭერი ვებგვერდი ხელახლა გაიხსნება
16 03 2013
დროებით ქსელიდან გათიშვის შემდეგ ვებგვერდი GetGayFunded.com დაბრუნდა და მუშაობას აგრძელებს მისი მშობელი კომპანიასა და Amazon Payments–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების წყალობით. ორმხრივი ხელშეკრულება, რომელიც Amazon Payments–ს ვებგვერდის მთავარ დამფინანსებელ პროცესორად ხდის ლგბტ პროექტებისთვის, რომლებიც ჩამოთვლილია Apps Genius Corp–ის ვებგვერდზე – GetGayFunded.com, მიღწეულ იქნა ორი კომპანიის მიერ რამაც საიტის ხელახლა ჩართვა გამოიწვია 9 მარტს. ეს ვებგვერდი არის ადგილი კომპანიებისა და ინდივიდებისთვის, რათა გამოაქვეყნონ თავისი პროექტები და ჰქონდეთ შანსი გამოეხმაურონ პროექტებს, რომლებიც ყველაზე საინტერესო და მომგებიანად მიაჩნიათ. წყარო: http://www.advocate.com/business/2013/03/15/website-re-launches-fund-project-lgbt-causes


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება