რასობრივი თანასწორობისა და ლგბტ უფლებებისათვის ბრძოლა განუყრელია
25 03 2013
სამოქალაქო უფლებათა გმირმა ბაიარდ რასტინმა ერთხელ თქვა ”ღმერთი არ გვთხოვს რომ აუცილებლად შევასრულოთ ის დავალებები, რომლებისკენაც კაცობრიობა უნდა ისწრაფოდეს. ღმერთს ის ჭირდება, რომ ჩვენ არასოდეს გავჩერდეთ და მუდამ ვეცადოთ.”
რასტინი, ღიად გეი შავკანიანი მამაკაცი, რომელიც ცნობილი იყო, როგორც მიზანდასახული და გულიანი ადამიანი, მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიბადა. მან ადრეული ასაკიდანვე კარგად იცოდა რა არის დისკრიმინაცია და სეგრეგაცია. მას არასოდეს ჩაუქნევია ხელი და არასოდეს გაჩერებულა.
რასტინი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პროტესტის ხმა გააჟღერა. ის თავისუფლების მშვლელობათა ერთ-ერთი პირველი ორგანიზატორი და 1963 წლის მარტში უოშინგტონის მსვლელობის აქტიური მონაწილე გახლდათ. მოგვიანებით მან განაცხადა რომ მისი აზრით ჰომოფობიასა და რასიზმთან ბრძოლა განუყოფელია ერთმანეთისგან.
მითი, თითქოს აფრო-ამერიკელები და ლგბტ ადამიანები ორი განცალკევებული და ურთიერთდაპირისპირებული ჯგუფია, გასული წლების განმავლობაში ხშირად ისმოდა, განსაკუთრებით რელიგიური კონსერვატორების მხრიდან.
ამასობაში კი, ეპისკოპოსმა ელისონ აბრამსმა, აფრო ამერიკელმა რელიგიურმა ლიდერმა, დაწერა სტატია სადაც აცხადებს, რომ დიდი ხანია უკვე დროა DOMA (ქორწინების დაცვის აქტი, რომელიც ქორწინებას განსაზღვრავს, როგორც კავშირს ქალსად და კაცს შორის) გაუქმდეს, რადგან ის ”აზიანებს და ამცირებს მათ, ვინც იცის რა არის სიყვარული და ვინც ყოველდღიურად გამოხატავს ამ სიყვარულს ერთმანეთისადმი. ის აშორებს და აზარალებს მათ ვისაც მთელი გულით უყვართ, და უბრალოდ ჭირდებათ რომ შესაბამისი უფლებები მათზეც ვრცელდებოდეს.”
წყარო:
http://www.huffingtonpost.com/leslie-watson-malachi/why-the-fights-for-racial_b_2948243.html
ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის