
იმის გათვალისწინებით, რომ ახალი ინფიქციების რიცხვი ამერიკის შეერთებულ შტატებში სტატიკურია და, რომ აივ დადებით ადამიანთა რაოდენობა იზრდება, ახალი სტრატეგია უფრო მეტი რესურსების კონცენტრირებას ახდენს მაღალი რისკის ოთხ ჯგუფზე: აფრიკელი ამერიკელები, გეი და ბისექსუალი მამაკაცები, ლათინოამერიკელები და ნარკოტიკების მომხმარებლები.
”აივ/შიდსთან ბრძოლა ამერიკასა და მსოფლიოს მასშტაბით გაცილებით მეტს მოითხოვს, ვიდრე მხოლოდ ვირუსთან ბრძოლაა” განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ Associated Press -ის თანახმად ” საჭიროა უფრო დიდი ძალისხმევა იმისთვის, რომ ცხოვრება უფრო სამართლიანი და თანასწორი გახდეს”.
ინფიცირების რიცხვის შემცირებასთან ერთად, სამოქმედო სტრატეგია გათვლილია პაციენტთათვის ჯანმრთელობის სერვისების მისაწვდომობის გაზრდაზე ისე, რომ დაინფიცირებულთა 85%-ს შეეძლოს მკურნალობის დაწყება დიაგნოზის დასმიდან სამი თვის მანძილზე. ამის შესაძლებლობა ამჟამად მხოლოდ 65%-ს აქვს. სტრატეგიის თანახმად, დაინფიცირებულთა 90%-მა უნდა იცოდეს, რომ მას ვირუსი აქვს, ასეთი ადამიანების რიცხვი დღესდღეობით 79%-ს შეადგენს. კიდევ ერთი მიზანია 30%-ით შემცირდეს აივ ვირუსის გადაცემის რიცხვი.
ინგლისურად სრული ტექსტის სანახავად მიყევით ბმულს



