აზიის მასშტაბით ლგბტ აქტივისტების სტრატეგიული შეხვედრა შედგა
27 03 2013
გასულ კვირას ლგბტ აქტივისტები თორმეტზე მეტი აზიური ქვეყნიდან კატმანდუში შეიკრიბა, ზაფხულში დაგეგმილ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს შეხვედრისათვის სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ნეპალის მთავრობის წევრები, მათ შორის ქალთა, ბავშვთა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრი რიდჰი ბაბა პრადჰანი, რომელმაც განაცხადა, რომ ეს შეხვედრა ამტკიცებს, რომ „მითი თითქოს ლგბტ უფლებები შეუთავსებელია აზიურ ღირებულებებთან, მცდარია.“ თავის ვიდეო მიმართვაში, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა განაცხადა, რომ მეტისმეტად ბევრი ადამიანი და მთავრობა აგრძელებს უარყოფას იმისა, რომ არსებობს უსამართლობა და დისკრიმინაცია, რომელსაც საფუძვლად სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა უდევს. ნეპალი, ამ მხრივ, რეგიონში სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო პროგრესული აღმოჩნდა. მან მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელიც თანასწორობის გარანტიას აძლევს სექსუალურ უმცირესობებს და გასცემს გენდერულად ნეიტრალურ პასპორტებს ტრანსგენდერი მოქალაქეებისათვის. გასულ ოქტომბერს კი ნეპალში ლგბტ სპორტ ფესტივალს ჩაეყარა საფუძველი. წყარო: http://www.queerty.com/lgbt-activists-from-across-asia-strategize-before-u-n-human-rights-meeting-20130326/


ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია